ჯოვანი პაპინის გენიალური წიგნიდან – “მამობრიობა”
“ბუნებაში,სადაც მზე ერთნაირად დაჰნათის როგორც კეთილებს,ისე ბოროტებს,სადაც ჯეჯილი ოქროსფრად მწიფდება,რომ პური როგორც მართლმორწმუნის,ასევე წარმართის მაგიდაზე იყოს;
სადაც ვარსკვლავები ერთნაირად ანათებენ როგორც მწყემსის ქოხს,ისე მკვლელის საპყრობილეს;
სადაც ყურძენი იზრდება და მწიფდება,რათა ღვინოდ იქცეს,როგორც ქორწილის სუფრისთვის,ისე დამნაშავეთა ორგიისათვის;
სადაც მგალობელი ჩიტები საკვებს,ხოლო ქურდბაცაცა მელიები თავშესაფარს ჰპოულობენ.
სადაც მინდვრის შროშანი მეფეებზე უფრო ბრწყინვალედ არის მორთული – იესომ აღმოაჩინა თავისი მარადიული განპირობებულობის მიწიერი მტკიცება,რომ ღმერთი ის მეფე არ არის,რომელიც ერთი დღის ბედნიერებისათვის ათასი წლის ტანჯვას უსჯის;
არც შიშის მომგვრელი ჯალათია,რომელიც თავის მტრებს განადგურებით ემუქრება;
არც ის მონარქია,რომელსაც უმაღლესი რანგის სატრაპთა მსახურება სიამოვნებს და რომელიც თავის მსახურთა ქცევას თვალს არ აშორებს,რომ არ გამორჩეთ მკაცრი რიტუალის არც ერთი დეტალი,რომელსაც სამეფო კურიის,სამეფო კარის ეტიკეტი ჰქვია.
როგორ ძე ღვთისამ,იესომ იცოდა,რომ ღმერთი არის მამა,მამა არა მარტო აბრაამის შთამომავალთათვის,არამედ მთელი კაცობრიობისათვის;
მამაკაცის სიყვარული ძლიერია,მაგრამ ეჭვიანი და ხორციელია;
ძმის სიყვარული ხშირად შურით არის გაზავებული;
ძის სიყვარული ამბოხიანია;
მეგობრის სიყვარული ღალატითაა დადაღული;
უფროსის სიყვარული სავსეა სიამაყითა და მედიდურობით;
მხოლოდ მამის (ან დედის) სიყვარული ძისადმი (ასევე ქალიშვილისადმი) არის სრულყოფილი წმინდა და არამატერიალური.მშობელი მზადაა თავისი შვილისთვის გააკეთოს ის,რასაც არავისთვის გააკეთებდა. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ის,ვინც გალია თავისი სიცოცხლე,თავს სწირავს მისთვის,ვისაც სიცოცხლე ჯერ კიდევ წინა აქვს”.
* * *
“მშობელი თავისი შვილისთვის ცოცხლობს,აღფრთოვანებულია და ამაღლებულია მისით.როცა ამბობს: “ჩემი შვილი” – თავს ამ ბავშვის შემოქმედად მოიაზრებს.
ამ ბავშვისთვის ღვრის ცრემლებს,მისთვის შრომობს,ყურადღებით ადევნებს თვალს,თუ როგორ იზრდება იგი მის ფერხთით,მის გვერდით;
ის სიამოვნებით ისმენს მის პირველ ღუღუნს – მარადიულ სასწაულს,ყოველთვის ახალს”.
* * *
“ღვთის,როგორც მოყვარული მამის გაგება,ქრისტეს მოძღვრების ერთ-ერთი უდიადესი პუნქტია”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მან კაცობრიობას თავისი პირველი სასიხარულო ცნობა აუწყა – ღმერთს ჩვენ მამასავით ვუყვარვართ!”
P.S. თარგმანი – ბერი მამა ერმოლაოსისა (ჭეჟია)