ნილს ბორი – “ეპიზოდი”
გენიალური დანიელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და თანამედროვე ფიზიკის ფუძემდებელი - ნილს ბორი (1885-1962 წლები),თავის ვაჟთან – ოგესთან ერთად,მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ფაშისტების მიერ ოკუპირებული დანიის ტერიტორიიდან უკანასკნელ მომენტში (1943 წლის გაზაფხული) იქნა გაყვანილი “დანიური წინააღმდეგობის მებრძოლების” მიერ.სანამ “დანიური წინააღმდეგობის მებრძოლები” ნილს ბორს სახლიდან გაიყვანდნენ,მათ-და გასაოცრად,დიდი ფიზიკოსი ადგილიდან სწრაფი სირბილით სახლის უკანა კარებისაკენ გაიქცა.მოულოდნელად შეჩერდა და იქვე კარადაზე დადებული მისთვის უძვირფასესი “მძიმე წყლით” სავსე – ლუდის ბოთლი აიღო.დევნილობაში წასულმა ლუდის მოყვარულმა გენიოსმა,იმდენად განიცადა სამშობლოდან განდევნა და საკუთარი კერიის დაკარგვა,რომ სახლიდან წაღებული ლუდის ბოთლი (რომელსაც თავის ახალ ნავთსაყუდელამდე – ინგლისამდე,ხელიდან არ უშვებდა) – არც კი გაუხსნია. (ავტორი გენია.ჯი)