მარკუს იოჰანეს ვოლფი – “ეპიზოდი”
მარკუს იოჰანეს ვოლფი (1923-2006 წლები) – წარმოადგენდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-პოლკოვნიკსა და ქვეყნის შიდა დაზვერვის ხელმძღვანელს 1958-1986 წლებში.მან სამსახურს თავი “ბერლინის კედლის” დაცემის შემდეგ დაანება და სსრკ-ში ემიგრაციაში წავიდა. 1991 წელს დაბრუნდა გერმანიაში,სადაც დაკავებულ იქნა,თუმცა 11 დღის შემდეგ გაანთავისუფლეს გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ.მიუხედავად ამისა,1993 წელს სასამართლომ მას სახელმწიფო ღალატსა და შპიონაჟში დასდო ბრალი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,რომელიც მოგვიანებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ შეუცვალა.მას შემდეგ,რაც იგი სასჯელისაგან განთავისუფლდა, 2004 წელს ერთ-ერთმა მეგობარმა ჰკითხა,თუ რომელი მოვლენები იქნებოდა ადამიანებისათვის გასახსენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირშესანიშნავი XX საუკუნის მსოფლიო იტორიაში.ვოლფმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ,დასმულ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა:
” – შესაძლოა გამოვყოთ ორი მომენტი: პირველი – რაღა თქმა უნდა ფაშიზმი,მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმის დაცემაა.მეორე კი,ჩემი შეხედულებით წაგებული და გამოუყენებელი შანსი – ოქტომბრის რევოლუციაა.მასში კაცობრიობის შანსს ბევრი ხედავდა,მათ შორის ჩემი მშობლებიც.თუმცა ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით… გაიმარჯვა შეზღუდული გონებისა და ფარისევლური მიდრეკილებების მქონე ადამიანების სამეფომ,სადაც თბილი ნეოპოზიტივიზმის საბანი ეხურათ… კაცობრიობამ ეს შანსი ხელიდან გავუშვა და დამარცხდა კიდეც!” (ავტორი გენია.ჯი)