იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი,რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია სხვა ქვეყანას,გახლდათ აშშ-ის რიგით 26-ე პრეზედენტი – თეოდორ რუზველტი.იგი,ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე პანამის რესპუბლიკას,ოფიციალური ვიზიტით 1906 წლის 9 ნოემბერს ეწვია.
2. აკაკი წერეთელმა იაკობ გოგებაშვილისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში,მას – “წარსულის შვილი,მომავლის მამა და მყოფადის გადია” უწოდა.
3. ღმერთების სისხლს – “იქორი” ეწოდება. (ავტორი გენია.ჯი)
4. დავით IV აღმაშენებლის მეფობის დროს,ჯაბან და ლაჩარ მეომრებს ქალის კაბას გადააცმევდნენ და, “ვითარცა დიაცთა”,ჯარის წინაშე ჩამოატარებდნენ ხოლმე.
5. XI საუკუნეში საქართველომ გარეშე მტრებთან 18 დიდი ბრძოლა გადაიხადა,რომელთაგან 11-ში გამარჯვება მოიპოვა,ხოლო 7-ში მარცხი იწვნია.
6. XII საუკუნის დასაწყისიდან თამარ მეფის აღსასრულამდე, 110 წლის მანძილზე,ქართველებმა გარეშე მტრებთან 128 ბრძოლა გადაიხადეს,რომელთაგან 124 ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს,ხოლო 4-ში კი მარცხი განიცადეს.
7. ბაროკოს ეპოქის გენიალურ გერმანელ კომპოზიტორსა და ორგანისტს – იოჰან სებასტიან ბახს (1685-1750 წლები) – “გერმანული ჰარმონიის მამას” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი)
8. ფრანკთა მეფე 751-768 წლებში – პიპინ “მოკლე” (714-768 წლები),რომელიც კაროლინგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი გახლდათ სამეფო ტახტზე,ძალიან დაბალი სიმაღლის მქონე მბრძანებელი იყო, და როგორც ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ,თავის ხმალზე ნახევარი მეტრით დაბალიც კი იყო.მიუხედავად ამისა,პიპინ “მოკლე” გამოირჩეოდა დიდი სიმამაცით და გადაიხადა რამდენიმე მნიშვნელოვანი ლაშქრობაც ალემანების,საქსების,ლანგობარდებისა და სხვათა წინააღმდეგ.
9. პირველი ფოტოსურათი,რომელზეც აღბეჭდილი იქნა ჩამოვარდნილი მეტეორიტი,გადაღებულ იქნა 1885 წლის 26 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.
10. გენიალური ესპანელი მხატვარი,გრაფიკოსი,სკულპტორი და სიურრეალიზმის უდიდესი წარმომადგენელი – სალვადორ დალი ამბობდა: “წარმოდგენაც კი არა მაქვს,მდიდარი ვარ თუ ღარიბი.მთელ ჩემს ფინანსებს ჩემი მეუღლე (გალა) განაგებს.პირადად ჩემთვის კი ფული მხოლოდ მისტიკააო”.