ქსენოფონტი – “აგესილაე”
“აგესილაე” - წარმოადგენს,ლეგენდარული ძველბერძენი (ათენელი) ისტორიკოსისა და ანტიკური ხანის მწერლობის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - ქსენოფონტის (ძვ.წ.აღ-ით 427-355წ ლები),მიერ დაწერილ მცირე ზომის მქონე ნაწარმოებს,რომელიც მხოლოდ 11 თავისაგან შედგება.თვის მხრივ იგი გახლავთ შედგენილი პანეგირიკის (სახოტბო,ისტორიულ-რიტორიკული და ლიტერატურული ჟანრი) და ნეკროლოგის სახით,რომელიც მიძღვნილი გახლდათ,სპარტის დიდი მეფის – აგესილაე II-ის (ჩვ.წ.აღ-მდე 442-358 წლები) მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ქსენოფონტს აგესილაე,როგორც ადამიანის და დიდი მხედართმთავრის იდეალად ჰყავდა წარმოჩენილი.პირველ ორ თავში მოთხრობილია აგესილაეს პირადი ცხოვრება,ხოლო შემდგომი თავები შეიცავს მის ბრძოლებს სპარსელების წინააღმდეგ,სპარტის ჰეგემონიის აღდგენას საბერძნეთში და სხვა ისტორიულ მოვლენებს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მასში ასახულია აგესილაეს ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეტაპები.ფაქტიურად ქსენოფონტს აგესილაე ასახული ჰყავს,როგორც იდეალური ადამიანი,მებრძოლი,მხედართმთავარი და მმართველი.როგორც ცნობილია აგესილაემ სპარტის სამეფოსათვის საჭირო თანხების მოსაპოვებლად,მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის დინასტიურ ომში მეფე ნექტბანას მხარეზე.დიდძალი გასამრჯელოთი დაბრუნებული კი გზაში გარდაიცვალა.ქსენოფონტის მიერ დაწერილი ნაწარმოები “აგესილაე”-ს ბოლო თავი შეიცავს მისადმი მიძღვნილ ნეკროლოგს.ქსენოფონტმა აღნიშნული ნაწარმოები დაწერა ძვ.წ.აღ-ით 358-356 წლებში.