თეოდორე ნიუმან კაუფმანის წიგნის – “გერმანია უნდა დაიღუპოს” შესახებ…
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ებრაული წარმომავლობის მქონე იმ პერიოდისათვის სრულიად უცნობმა ამერიკელმა მწერალმა და ბიზნესმენმა – თეოდორე ნიუმან კაუფმანმა (1910-1986 წლები),ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოაქვეყნა წიგნი,სახელწოდებით - “გერმანია უნდა დაიღუპოს”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წიგნში ავტორი გამოდიოდა გერმანელთა საწინააღმდეგო უამრავი იდეით.მათ შორის იმითაც,რომ ყველა გერმანელს სტერილიზაცია (ადამიანისათვის,ან ცხოველისათვის განაყოფიერების მოსპობა ქირურგიული ჩარევის გზით) ჩატარებოდა,ხოლო მათ მფლობელობაში მყოფი ტერიტორია კი მეზობელ სახელმწიფოებს დაეყოთ და მიეერთებინათ.გარდა ამისა,აღნიშნავდა იმასაც,რომ კაცობრიობას ყოველი გერმანელი,როგორც სიკვდილის მთესველი დამნაშავე,ისე უნდა მიეჩნია.წიგნმა გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება.საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა “Time”-მ 1941 წლის 24 მარტს კაუფმანის წიგნის განხილვა დაბეჭდა და მიუთითა,რომ იგი არ გახლდათ სატირული ჟანრის მქონე ქმნილება, და რომ წარმოადგენდა მხოლოდ ერთი ადამიანის სენსაციურ იდეებს.
საინტერესოა ის გარემოება,რომ თეოდორე ნიუმან კაუფმანის წიგნი ფართოდ იქნა დაბეჭდილი და გავრცელებული ფაშისტურ გერმანიაში,როგორც მტკიცებულება ებრაელთა მიერ გერმანელთა წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებისა.არის მოსაზრება,რომ კაუფმანის მიერ დაწერილმა წიგნმა მოახდინა გერმანელი ერის კონსოლიდაცია ებრაელთა წინააღმდეგ და სწორედ ამ წიგნში მოყვანილი იდეების მიხედვით ამართლებდა მესამე რაიხი უდანაშაულო ებრაელების განადგურებას.შესაბამისად,თეოდორეს წიგნი – “გერმანია უნდა დაიღუპოს”,გახდა კიდეც ფაშისტებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პროპაგანდის ნაწილი ამ უნიკალური ერის შვილების საწინააღმდეგოდ. (ავტორი გენია.ჯი)
თეოდორე ნიუმან კაუფმანი