ინდონეზიის პოლიციაში სამუშაოდ მხოლოდ “ქალწულ გოგონებს” იღებენ…
რამდენიმე ხნის წინ,ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ “Human Rigths Wathc”-მა,რომელიც დაარსებულ იქნა 1978 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში,გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ,რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანიაში მდებარე ქვეყანაში – ინდონეზიის რესპუბლიკაში,ის მანდილოსნები,რომლებიც პოლიციაში მუშაობას გადაწყვეტენ,სხვა აუცილებელ წინაპირობებთან ერთად,აუცილებლად “ქალწულები” უნდა იყვნენ.ინდონეზიურ პოლიციაში მუშაობის დამწყები გოგონებისათვის,გარდა სხვადასხვა ფიზიკური ტესტისა,განსაზღვრულია შემდეგი კრიტერიუმებიც: ასაკი – 17-დან 22 წლამდე; არანაკლები 165 სანტიმეტრისა; ბრწყინვალე მხედველობა; რელიგიური მიმდინარეობა და ქალწულობა.ინდონეზიის პოლიციაში,აღნიშნული კრიტერიუმით გოგონების მიღებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს,თუმცა ფართო საზოგადოებისათვის,იგი ცნობილი სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ინკოგნიტო გოგონა,რომელმაც ყველა ეს ტესტი ჩააბარა,განაცხადა: “როდესაც მითხრეს,რომ უნდა გავშიშვლებულიყავი და ასე შევსულიყავი ერთ-ერთ კაბინეტში,დავიბენი და ძალიან ავნერვიულობდი.მიუხედავად ამისა,სხვა გოგონების მსგავსად მეც გავშიშვლდი და მითითებულ კაბინეტში შევედი.ჩემი დაბნეულობა და გაოცება მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა,რაც აღნიშნულ კაბინეტში გინეკოლოგები ვიხილე.მათ,ჩამიტარეს გინეკოლოგიური გამოკვლევა და დარწმუნდნენ,რომ მართლაც ქალწული ვიყავი.თავდაპირველად არ მსურდა ამ დამამცირებელი პროცედურის გავლა,თუმცა უარი მაინც ვერ ვთქვი,რადგან უარის შემთხვევაში ყოვლად გამორიცხული იყო პოლიციელი გავმხდარიყავი”.
“Human Rigths Wathc”-ის დირექტორმა – ნიშა ვრიამ განაცხადა: “ის კანდიდატი გოგონები,რომლებიც ქალწულობის ტესტს ვერ გაივლიან,პოლიციაში მუშაობას სამუდამოდ ეთხოვებიან.კონკურსანტი გოგონები აღნიშნავენ,რომ პროცედურა ძალიან მტკივნეული და ტრამვული გახლავთ.ხაზი მინდა გავუსვა იმას,რომ ეს პროცედურა პოლიციაში მუშაობის დაწყებისათვის სრულებით არ არის აუცილებელი და ერთადერთი,რასაც ის აკეთებს – ქალების ღირსების დამცირება და შელახვაა”.
ინდონეზიის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა – რონი სომპმა,აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და განაცხადა: “ეს ტესტები,აუცილებელი მოთხოვნილებაა იმისათვის,რომ სრულიად დავრწმუნდეთ კანდიდატების ჯანმრთელობაში,როგორც გოგონების,ასევე ვაჟების შემთხვევებშიც.შესაბამისად,ქალწულობის ტესტი და სხვა სასქესო ორგანოების შემოწმება,მისი სავალდებულო ნაწილია”.
“Human Rigths Wathc”-მა დაგმო ინდონეზიის პოლიციაში მიღების წესი და რეკომენდაციით მიმართა მათ,რომ შეწყვიტონ ქალთა დისკრიმინაცია და მათი უფლებების შელახვა.მიუხედავად ამ მოწოდებისა,აღნიშნული პროცედურები ინდონეზიაში დღემდე გრძელდება. (ავტორი გენია.ჯი)
“Human Rigths Wathc”-ის ლოგო