რა შეემთხვა პირველ “საჰაერო ბურთს?!”
დიდმა ფრანგმა გამომგონებელმა,ექსპერიმენტატორმა და სწავლულმა - ჟაკ ალექსანდრე სეზარ შარლმა (1746-1823 წლები),რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა შეავსო ჰაერზე მსუბუქი წყალბადის გამოყენებით “საჰაერო ბურთი” (მანამდე ფრანგმა ძმებმა ჟოზეფ-მიშელ დაჟაკ-ეტიენ მონგოლფიებმა,მათ მიერვე გამოგონებული ქაღალდისაგან და ტილოსაგან დამზადებული “საჰაერო ბურთი”,ცხელი ჰაერის მასის საშუალებით შეავსეს.ასეთი მეთოდით შევსებულ საჰაერო ბურთებს – “მონგოლფიებს” უწოდებდნენ),გადაწყვიტა,რომ მეგობართან – რობერტთან ერთად პირველს განეხორციელებინა წყალბადის საშუალებით შევსებული “საჰაერო ბურით” ფრენა.ამ მოგზაურობას კი,სახელწოდებად – “შარლიერი” შეურჩიეს.თუმცა თავდაპირველად,მათ გადაწყვიტეს,რომ “საჰაერო ბურთი” უპილოტოდ გამოეცადათ და მხოლოდ ამის შემდეგ განეხორციელებინათ ისტორიაში პირველად “ადამიანის საჰაერო ფრენა”.”საჰაერო ბურთისათვის” საჭირო წყალბადი შარლმა გოგირდის მჟავისა და რკინის ქიმიური რეაქციების პროცესის შედეგად შექმნა.
1783 წლის საღამოს,პარიზში მდებარე მარსის ველიდან სტარტი აიღო უპილოტო “შარლიერმა”,რომელსაც დაბლა (მიწაზე) თან მჰყვებოდა და აკონტროლებდა სპეციალურად შექმნილი ჯგუფი.მიუხედავად ამისა,”საჰაერო ბურთი” მათ მხედველობიდან დაკარგეს.აფრენიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ “შარლიერმა” ერთ-ერთ ფრანგული სოფლის თავზე ნელ-ნელა მიწისაკენ იწყო დაშვება.სოფლის მაცხოვრებლები,რომელთაც ადრე არასოდეს ეხილათ “საჰაერო ბურთი”,ძალიან შეშინდნენ და იგი “ჯოჯოხეთიდან გზავნილად” ჩათვალეს,რის გამოც ხელი დაავლეს ნაჯახებს,წალდებს,ფიწლებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღებს და უკვე მიწასთან მიახლოებულ “შარლიერს” თავს დაესხნენ.თავდასმის შედეგად სრულიად იქნა განადგურებული ისტორიაში,წყალბადისაგან შექმნილი პირველი საჰაერო ბურთი.როდესაც ორგანიზატორები სოფელში ჩავიდნენ,მათ დახვდათ საფრენი აპარატის მხოლოდ ნარჩენებიღა.ისინი დიდი ხნის მანძილზე უხსნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას,რომ “შარლიერი” არა ესმაკისაგან გამოგზავნილი “ჯოჯოხეთური ურჩხული”,არამედ ადამიანის ხელისაგანვე შექმნილი საფრენი აპარატი – “საჰაერო ბურთი” იყო.ასე ტრაგიკულად დაასრულა ფრენა წყალბადისაგან დამზადებულმა პირველმა “საჰაერო ბურთმა”. (ავტორი გენია.ჯი)
ჟაკ ალექსანდრე სეზარ შარლი