გრიგოლ რასპუტინის უკანასკნელი წერილი ნიკოლოზ II-ს…

“ამ წერილს ვწერ და ვტოვებ პეტერბურგში.ვგრძნობ,რომ სიცოცხლეს 1917 წლის 1 იანვრამდე (მოკლულ იქნა 1916 წლის 16 დეკემბერს – ავტორი გენია.ჯი) გამოვეთხოვები.თუკი მომკლავენ დაქირავებული მკვლელები,ამ შემთხვევაში რუს გლეხებს,ჩემს ძმებსა და თქვენ მეფეო,საფრთხე არ გემუქრებათ.დარჩებით ტახტზე,იმეფებთ და შვილებზეც არ გექნებათ სადარდებელი.ისინი შემდგომი,კიდევ ასეულობით წელიწადის მანძილზე უხელმძღვანელებენ რუსეთს.

თუკი ბოიარებმა და სასახლის დიდებულებმა მომკლეს და დაღვარეს ჩემი სისხლი,ამ შემთხვევაში მათი ხელები 25 წლის მანძილზე სისხლით იქნება მოთხრილი და ამდენივე ხნის მანძილზე ვერ ჩამოირეცხავენ ჩემს სისხლს ხელებიდან.ისინი მიატოვებენ რუსეთს და გაიქცევიან ქვეყნიდან.ძმები აღსდგებიან ძმების წინააღმდეგ და მოკლავენ ერთმანეთს, და ოცდახუთი წლის მანძილზე ქვეყანაში აღარ იარსებებს დიდებულთა მოდგმა.

როდესაც მეფეო,იმ ზარების ხმას გაიგონებთ,რომლებიც გრიგოლის სიკვდილს გაცნობებენ,იცოდე: თუკი ჩემი მკვლელობა თქვენი ნათესავების (თუნდაც ერთის მიერ) იქნა ჩადენილი,მაშინ თქვენივე შვილები და ნათესავები,ორიოდე წელიწადზე მეტს ვერ იცოცხლებენ.მათ გაანადგურებს რუსი ხალხი.მე ვგრძნობ,რომ მივდივარ ამ ცხოვრებიდან,თუმცა ღვთის ნებით მინდა გითხრათ ის,თუ როგორ უნდა მოიქცეთ ჩემი გარდაცვალების შემდგომ: აუცილებლად საკუთარ თავზე,ოჯახზე და სანათესაოზე იზრუნეთ.უთხარით მათ,რომ გრიგოლი რასპუტინმა ყველაფერი თავისი სიცოცხლით ზღო.

მე მომკლავენ.ცოცხლებში აღარც ვწერივარ.ილოცეთ მეფეო,ილოცეთ.იყავით ძლიერი და იზრუნეთ თქვენს შთამომავლებზე”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. აღსანიშავია ის გარემოება,რომ რომანოვების სამეფო კარზე უდიდესი გავლენის მქონე გრიგოლ რასპუტინის მიერ ნიკოლოზ II-სადმი მიწერილ უკანასკნელ წერილში მითითებული რამდენიმე წინასწარმეტყველება,მართლაც ისევე ახდა,როგორც პოკროვსკოელმა – რასპუტინმა იწინასწარმეტყველა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>