ტიმოთეოს მილეტელი
ტიმოთეოს მილეტელი - დაიბადა,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 450 წელს.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ პოეტ-ლირიკოსსა და კიფარაზე (ძველბერძნული სიმებიანი მუსიკალური საკრავი) დაკვრის დიდებულ ოსტატს (მუსიკოსს).დღევანდელ დღემდე შემორჩენილია,მის მიერ დაწერილი პოემის – “სპარსელები”-ს,რომელშიც აღწერილია “სალამინის ბრძოლა” (საზღვაო ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის ძვ.წ.აღ-ით 480 წელს) და სხვა რამდენიმე ლექსის ფრაგმენტები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 1902 წელს ეგვიპტეში აღმოჩენილ იქნა ძველბერძნული პაპირუსი, (ავტორი გენია.ჯი) სადაც დატანილი არის ტიმოთეოსის ლეგენდარული პოემის “სპარსელების” 250 სტრიქონი.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც,რომ ტიმოთეოს მილეტელი გახლდათ რეფორმატორი ძველბერძნული პოეზიისა და მუსიკისა.მისმა ნოვატორულმა პოეზიამ იმ პერიოდის საბერძნეთში არერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.მის მიერ შემოთავაზებული ნატურალიზმი პოეზიაში,ერთგვარი გამოწვევა გახლდათ წინაპართა ტრადიციებისა.მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული მუსიკალურ საკრავზე – კიფარზე ოთხი სიმის დამატება,რამაც მისი მელოდიური ხმა კიდევ უფრო დახვეწა. (ავტორი გენია.ჯი) ზემოთ აღნიშნული ინოვაციური ხედვებმა,მის მიმართ დაინტერესება და უკმაყოფილება გამოიწვია სპარტელ მეფეებსა და ეფორებში,რის გამოც იგი სპარტიდან იქნა გაძევებული.ტიმოთეოსის მიმართ გამოტანილი განაჩენი კი გადმოცემულ და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობილ იქნა,დიდი ძველრომაელი ფილოსოფოს-ნეოპლატონიკის – ანიციუს მანლიუს ტორკუატუს სევერინუს ბოეციუსის მიერ.გარდა ამისა ტიმოთეოსი წერდა პატრიოტული ხასიათის დითირამბებსაც და როგორც ცნობილია,მათმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბერძნებზე.თუმცა სამწუხაროდ არცერთ მის დითირამბს ჩვენამდე არ მოუღწევია.ტიმოთეოს მილეტელი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ-მდე 360 წელს.