“მდუმარეთა დასი”
“მდუმარეთა დასი” – წარმოადგენდა გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსის,მისტიკოსის,ფილოსოფოსისა და “პითაგორას თეორემის” ავტორის – პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) მოწაფეებს,რომლებსაც დაწესებული წესის თანახმად ეკისრებოდათ ხუთწლიანი დუმილი.მათ არ გააჩნდათ უფლება თავიანთი მასწავლებლის მოძღვრება იმ ადამიანთთვის გაეცნოთ,რომლებიც აღნიშნული მოძღვრების შესათვისებლად მომზადებულნი და მასთან წილნაყარნი არ იყვნენ.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ პითაგორა,სულის უკვდავების,მის სხვა სხეულში გადასახლებაზე მოძღვრების ჭეშმარიტების დასადასტურებლად ამტკიცებდა,თითქოს ტროას ომის დროს სწორედ თავად იყო ის ტროელი გმირი – პანთოსის ძე ევფორბოსი,რომელიც მენელაოსმა მოკლაო.მის სიტყვებს კი “მდუმარეთა დასი” – “ღვთის სიტყვებს” უწოდებდნენ და ყოველ ფილოსოფიურ დისპუტებში მასწავლებლის ავტორიტეტს იმოწმებდნენ.პითაგორას მოწაფეებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ფილოსოფოსები და ზოგადად სწავლულები,როგორებიც იყვნენ – არქიტასი,ფილოლაოსი,ჰიპასუსი და სხვები.