უილიამ I დამპყრობელი – “ეპიზოდი”

როგორც ოფიციალურად არის ცნობილი,ინგლისის პირველ ნორმან მეფეს უილიამ I-ს (1027-1087 წლები),მეტსახელად – “დამპყრობელი” უწოდეს.თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალურად… მას უმეტესწილად იმ პერიოდში მოიხსენიებდნენ არა როგორც – უილიამ დამპყრობელი,არამედ როგორც – უილიამ “ნაბიჭვარი”.რიგ სასკოლო სახელმძღვანელოებში მითითებულია,რომ ასეთი შეურაცმხყოფელი მეტსახელის მიზეზს ულიამიანის ბოროტი თვალები წარმოადგენდა.სინამდვილეში კი,ამ მეტსახელის საბაბს წარმოადგენდა ის,რომ უილიამი,ნორმანდიელი ჰერცოგის – რობერტის “უკანონო” ვაჟი იყო.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ უილიამ I დამპყრობელის მამა რობერტ I-იც ერთობ უცნაური მეტსახელის მატარებელი გახლდათ.რობერტის ბავშვობის წლებში დადიოდა ხმები იმის შესახებ რომ,მისი სული,თითქოსდა დაბადებამდევე იყო შეპირებული და გადაცემული სატანაზე.სწორედ ამ მითის გამო უწოდეს მას მეტსახელად – “ეშმაკი”, და დაიმკვიდრა კიდეც ისტორიაში თავი,როგორც – რობერტ I ეშმაკი.თუმცა როგორც უილიამს გააჩნდა მეორე მეტსახელი – “დამპყრობელი”,ასევე იყო მის შემთხვევაშიც და მის მეორე მეტსახელს – “შესანიშნავი” წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>