ნიშანდობლივი ფაქტები – ჩეხეთის რესპუბლიკის შესახებ…
ცენტრალურ ევროპაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში – ჩეხეთის რესპუბლიკაში (ძველად – “ბოჰემია” – ავტორი გენია.ჯი),ინგლისური ენა თითქმის ყველა ჩეხმა ახალგაზრდამ იცის.შესაბამისად,აღნიშნული ენა ყველაზე პოპულარულ უცხო ენად არის მიჩნეული ჩეხეთში.გარდა ინგლისურისა,ჩეხი ახალგაზრდები მეტ-ნაკლებად ფლობენ გერმანულ და რუსულ ენებსაც.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ რუსულ ენაზე საუბარი არც ერთი თაობის ჩეხს არ უყვარს,რადგან მას სოციალისტური წარსულის გადმონაშთად მიიჩნევენ.
* * *
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ჩეხეთი (საუკეთესო) ლუდის წარმოების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში.ჩეხებისათვის ლუდი ყველაფერია და ამას ახლად გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოწმობს: თითოეული ჩეხი საშუალოდ წელიწადში 160 ლიტრ ლუდს მოიხმარს,რაც სარეკორდო მაჩვენებლად იქნა მიჩნეული სტატისტიკოსების მიერ.ალბათ ამიტომ არ იქნება გასაკვირი გაცნობოთ ის,რომ პირველი ლუდსახარში საწარმო სწორედ ჩეხეთში გაიხსნა 1118 წელს.
* * *
ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოების ქალაქებს შორის,ქალაქის სტატუსის მქონე ყველაზე პატარა ქალაქი ჩეხეთში მდებარეობს და მას სახელად – რაბშტეინი ეწოდება (ქალაქ პლზენთან ახლოს).აღნიშნულ ქალაქში სულ რაღაც 15 ადამიანი ცხოვრობს.
* * *
საინტერესოა ის გარემოება,რომ ჩეხეთში მრავლად არის წარმოდგენილი გასაოცარი არქიტექტურის მქონე უამრავი ციხე-სიმაგრე.როგორც ცნობილია,ქვეყანაში 2 000-ზე მეტი ისტორიული ციხე-სიმაგრეა შემორჩენილი.ციხე-სიმაგრეების რაოდენობით კი,ჩეხეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს ბელგიისა და საფრანგეთის შემდეგ.
* * *
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს,დადასტურებული ფაქტია,რომ ჩეხეთში გავრცელებულ ერთ-ერთ უძველეს პროფესიად – “მათხოვრობა” მიიჩნევა.შუასაუკუნეების ბოჰემიაში (თანამედროვე ჩეხეთი),სპეციალურად დაარსებული “მათხოვრების გილდიაც” კი არსებობდა.ეს ის იშვიათი შემთხვევაა,სადაც “მათხოვრობა” – “პროსტიტუციაზე” უძველეს პროფესიად არის მიჩნეული.
* * *
მსოფლიოში პირველი “გამოსაფხიზლებელი” დაწესებულება ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იქნა გახსნილი 1951 წელს.
* * *
დღეისათვის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი საპორტო ქალაქი – კალინინგრადი (ყოფილი – კენიგსბერგი – ავტორი გენია.ჯი),დაარსებულ იქნა პრჟემისლოვიცების დინასტიის წარმომადგენელი ჩეხეთის მეფის პრჟემისლ II ოტოკარის მიერ 1255 წელს.თუმცა მაშინ იგი ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა და სახელად – “სამეფო მთა” ეწოდებოდა,ანუ გერმანულად – “კენიგსბერგი”.ერთი პერიოდის მანძილზე,აღნიშნული ქალაქი – კარლოვაცადაც იწოდებოდა.
* * *
პირველად,სხვადასხვა ხილისაგან დამზადებული “იოგურტი” ჩეხეთში 1933 წელს აწარმოეს.ასე,რომ “ხილის იოგურტის” სამშობლო,სწორედ ეს ცენტრალური ევროპის ულამაზესი ქვეყანაა.
* * *
ევროპის ტერიტორიაზე არსებული ყველაზე ძველი “მინის დამამზადებელი საწარმო” ჩეხეთის სოფელ ხრჟიბსკაში მდებარეობს.იგი გახსნილ იქნა 1414 წელს.საინტერესოა ის,რომ აღნიშნული საწარმო დღემდე ფუნქციონირებს და ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის მინის ჭურჭელსაც აწარმოებს.
* * *
ბოჰემია – მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პირველი საჰერცოგო გახლდათ,რომელიც 1198 წელს სამეფოდ ჩამოყალიბდა.ბოჰემიის ადრეული ეპოქის მეფეები – ლუქსემბურგების გავლენიანი დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.ისინი სამეფოს 1310-1437 წლებში მართავდნენ და საყურადღებოა ისიც,რომ მათი ზოგიერთი წარმომადგენლები რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის ტიტულსაც კი ატარებდნენ.მაგალითად: ჰაინრიხ VII, კარლ IV (სრი) და სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი. (ავტორი გენია.ჯი)