“ნობელის პრემია” – (ეპიზოდი)
ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ფიზიკოსს – ჯოზეფ ჯონ ტომსონს (1856-1940 წლები),რომელმაც პირველმა აღმოაჩინა “ელექტრონები”, 1906 წელს ფიზიკის დარგში მიენიჭა მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო – “ნობელის პრემია”.მას შემდეგ 21 წელიწადი გავიდა… 1937 წელს “ნობელის პრემიის” კომიტეტმა,ამერიკელ ფიზიკოსთან – ჯორჯ დევისონთან ერთად,ნობელიანტად დაასახელა დიდი ინგლისელი ფიზიკოსი – ჯორჯ პაჯეტ ტომსონი (1892-1975 წლები).გასაკვირი ამაში ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი გარემოება: 1937 წელს “ნობელის პრემიით” დაჯილდოებული – ჯორჯ პაჯეტ ტომსონი, 1906 წელს ამავე პრემიით დაჯილდოებული ინგლისელი ფიზიკოსის – ჯოზეფ ჯონ ტომსონის ვაჟი გახლდათ.ის,რომ მამა-შვილს მიენიჭათ “ნობელის პრემია”,ერთ-ერთი უიშვიათესი და უნიკალური შემხვევაა “ნობელის პრემიით” დაჯილდოების ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)
ჯოზეფ ჯონ ტომსონი (მამა)
ჯორჯ პაჯეტ ტომსონი (შვილი)