ნიდერლანდური გვარების შესახებ – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1811 წელს საფრანგეთის ლეგენდარულმა იმპერატორმა და მხედართმთავარმა ნაპოლეონ I ბონაპარტმა ნიდერლანდები დაიპყო,გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც,ნებისმიერ გვარის არ ქმონე ნიდერლანდელს აუცილებლად უნდა მიეღო ის გვარი,რომელსაც თავად აირჩევდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ანალოგიური ბრძანება ნაპოლეონმა საფრანგეთში კიდევ უფრო ადრე გამოსცა.გვარის არ ქმონე ნიდერლანდელები ფიქრობდნენ,რომ საფრანგეთის მიერ მათი სამშობლოს ოკუპაცია დროებითი მოვლენა იყო და რაღაც “ფრანგული სულელური ჩანაფიქრი” გვარის მინიჭებისა,ასეთივე დროებითი მოვლენა გახდებოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ნიდერლანდელი მოქალაქეები ამ საკითხს ერთობ არასერიოზულად მიუდგნენ და ისეთი გასაოცარი გვარებიც კი აიღეს,როგორიც არის – “Naaktgeboren”,რაც “შიშვლადდაბადებულს” აღნიშნავს.მიუხედავად იმისა,რომ ნიდერლანდები ფრანგული საოკუპაციო რეჟიმისაგან 1813 წელს განთავისუფლდა,მემკვიდრეობითი საგვარეულო სახელის – გვარის გაუქმება თავში აზრად მაინც არავის მოსვლია და მათ იგივე გვარები დარჩათ,რაც თავდაპირველად აირჩიეს,მათ შორის ზემოთ მოხსენიებული გვარიც. (ავტორი გენია.ჯი)