ჩარლზ შიმონი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი უნგრელი მწერლისა და ფიზიკოსის – კაროი შიმონის (1916-2001 წლები) ასტრონავტი ვაჟი – ჩარლზ შიმონი (აშშ-ის მოქალაქე),რომელიც თავის მხრივ “International Software Corporation”-ის ხელმძღვანელი და “უნგრული ნოტაციის” ავტორია,მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი ტურისტია,რომელიც 2007 წელს და 2009 წლებში ორჯერ იმყოფებოდა სამოგზაუროდ კოსმოსში საერთაშორისო სადგურზე – “Soyuz TMA”-ზე.მილიარდერმა ჩარლზმა ორი კოსმოსური მოგზაურობის შუალედში (2008 წლის დეკემბრის თვე) იქორწინა შვედი მილიონერის ულამაზეს ფოტო-მოდელ ქალიშვილზე – ლიზა პერსდოტერზე.აღნიშნულ ქორწინებას გერმანულ ქალაქ კირხში,უამრავ სხვა ცნობილ ადამიანთან ერთად დაესწრო – ბილ გეიტსი,ჯონ ლენონი და მიკ ჯაგერი.ლიზამ ქორწინებამდე კარგად უწყოდა,რომ მისი მომავალი მეუღლე მეორედაც აპირებდა კოსმოსის დალაშქვრას და ამაში ხელს ვეღარ შეუშლიდა,თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ ლიზასვე ინიციატივით – “საქორწინო კონტრაქტში” ჩაიწერა მუხლი,რომლის თანახმადაც ჩარლზ შიმონს კატეგორიულად ეკრძალება მესამედ კოსმოსური მოგზაურობა.იმ შემთხვევაში,თუკი ჩარლზი “საქორწინო კონტრაქტის” ამ მუხლზე უარს იტყოდა,ლიზასთან ქორწინება აღარ შედგებოდა.მან კი,არჩევანი მესამე კოსმოსურ მოგზაურობასა და ლიზას შორის,თავისი საყვარელი ქალის სასარგებლოდ გააკეთა და იქორწინა კიდეც მასზე. (ავტორი გენია.ჯი)
საერთაშორისო კოსმოსური სადგური - ”Soyuz TMA”
ჩარლზისა და ლიზას ქორწილი
ჩარლზ შიმონი და ლიზი პერსდოტერი