იან ჟიჟკა – “ეპიზოდი”
ჩეხი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირმა და ჰუსიტური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა - იან ჟიჟკამ (1360-1424 წლები),რომელმაც 1422 წელს ჩეხეთის ქალაქ ნემეცკიბროდთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჯვაროსნები დაამარცხა და ქვეყნიდან განდევნა მე-3 ჯვაროსნული ომის მონაწილენი,სხვადასხვა ბრძოლებში ორივე თვალი დაკარგა.მიუხედავად იმისა,რომ ჟიჟკა უკვე დაბრმავებული იყო,იგი მაინც განაგრძობდა ჰუსიტების არმიის ხელმძღვანელობას.საინტერესოა ის,რომ მიუხედავად მთავარსარდლის სიბრმავისა,მის დაქვემდებარებაში მყოფ ჰუსიტთა არმიას არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.იანს,გასაოცარი სიმამაცისა და ბრძოლაში განსაკუთრებული სისასტიკის გამო,მისმა მტერმა-ჯვაროსნებმა – “საშინელი ბრმა” უწოდეს.რომის პაპის პიუს II-ეს – “Historia Bohemica”-ს მიხედვით ირკვევა,რომ “შავი ჭირის” შედეგად დაავადებულმა და სასიკვდილოდ განწირულმა იან ჰუსმა ანდერძად დაიბარა,როდესაც გარდაიცვლებოდა,მისი ცხედრისათვის ტყავი გაეძროთ და ამავე ტყავით საბრძოლო დოლი დაემზაადებინათ,რათა მისი სიკვდილის შემდეგ ჟიჟკას ტყავისაგან დამზადებული დოლის ხმას თავზარი დაეცა მტრებისათვის.დიდი ფრანგი მწერალი ქალი – ჟორჟ სანდი წერდა,რომ მან თავად იხილა პრუსიის მეფის – ფრიდრიხ II დიდის (ბებერი ფრიცის) მიერ მიწერილი წერილი,გენიალური ფრანგი ფილოსოფოსისადმი და მოაზროვნესადმი – ვოლტერისადმი,სადაც აუწყებდა,რომ მან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში აღმოაჩინა იან ჟიჟკას ტყავისაგან დამზადებული ლეგენდარული “საბრძოლო დოლი”,რომელიც ბერლინში ჩაიტანა.
იან ჟიჟკა გარდაცვალების შემდგომ დაკრძალულ იქნა ჩეხეთის ქალაქ – ჩასლავში.მისი გარდაცვალებიდან ორასიოდე წლის შემდეგ კი (1623 წელს),ჩეხი ხალხის ეროვნული გმირის საფლავი ვანდალებმა დაარბიეს,რა დროსაც მისი ნაშთები (ძვლები) საფლავიდან ამოიღეს და გადაყარეს. (ავტორი გენია.ჯი)