თეოპომპე – “ეპიზოდი”

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტას მეფე – თეოპომპე (მმართველობის პერიოდი – ძვ.წ.აღ-ით 786-739 წლები),რომელიც ბრძნული გონებით გამორჩეული მონარქი იყო,თავის სამეფო კარზე უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა.ფაქტია,რომ იმ პერიოდის სპარტაში უკვე მოქმედებდა გენიალური სპარტელი კანონმდებლის – ლიკურგეს მიერ შედგენილი და შემოღებული უმკაცრესი კანონმდებლობა,რომელმაც ლაკედემონელებს სამართლიანობა და კეთილკანონიერება მოუტანა.სპარტელი მოსახლეობა უმტკიცესად იცავდა დიდი კანონმდებლის მიერ დადგენილ კანონებს,რის გამოც სპარტის მტრები ირონიულად შენიშნავდნენ,რომ “ლაკედემონელებმა მხოლოდ მორჩილება იციან,მართვა-გამგებლობა კი არაო”.თეოპომპესთან გამართული აუდიენციისას,ერთ-ერთმა უცხოელმა სტუმარმა მეფის საამებლად წარმოთქვა: ” – სპარტამ მართვის ნიჭისა და უნარის მქონე მეფეთა წყალობით შემოინახა თავიო”.ის იყო სტუმარმა საუბრის გაგრძელება დააპირა,რომ მოულოდნელად თეოპომპემ სიტყვა შეაწყვეტინა და მიუგო: ” – ჩემო კეთილო სტუმარო,უნდა შევნიშნო,რომ უფრო სწორად,ეს მოხდა სპარტელი მოქალაქეების წყალობით,რომლებიც მართვას უდრტვინველად ემორჩილებიან და არა მართვის ნიჭისა და უნარის მქონე მეფეთა წყალობითო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>