“დამაკვირდი”
1. “რაკი სიმდიდრე,სახელი,პატივი,ერთპიროვნული ძალაუფლება და სხვა მისთანანი მხოლოდ თავიანთი ყალბი ბრწყინვალებით ხიბლავენ ბრბოს,ამიტომ შეუძლებელია გონიერ კაცს სიკეთედ ესახებოდეს ის,რის მიმართ ზიზღიც დასაბამს აძლევს ჭეშმარიტ სიკეთეს”. – ფსევდო-ლონგინე
2. “სამართლიან და კეთილშობილ ვაჟკაცთა ქება-დიდება კიდევ უფრო მეტად იზრდება სიკვდილის შემდეგ,ხოლო შური დიდხანს ვერ ძლებს და ზოგჯერ კაცის სიკვდილამდე კვდება”. – მესტრიუს პლუტარქე (ავტორი გენია.ჯი)
3. “ნებისყოფა,იძულებაზე უფრო ძლიერი ბორკილია”. – ლიკურგე
4. “ადამიანები იცავენ მხოლოდ იმ შეთანხმებას,რომელთა დარღვევაც არავისთვის არის ხელსაყრელი”. – სოლონი
5. “მოიკვეთე წარმოდგენა და მოიკვეთ დრტვინვას იმის გამო,რომ ბოროტი გიყვეს.მოიკვეთე დრტვინვა ბოროტის გამო და მოიკვეთ თვით ბოროტსაც”. – მარკუს ავრელიუსი
6. “ვერ ვიტან ისეთ მეომრებს,რომლებიც სალაშქრო მსვლელობის ჟამს ხელებს იქნევენ,ბრძოლის ველზე კი ფეხებს და რომლებსაც უფრო ხმამაღლა ხვრინვა შეუძლიათ,ვიდრე საბრძოლო ყიჟინა”. – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი)
7. “უფრო სამარცხვინოა გეშინოდეს ქილიკისა და გამასხრების,ვიდრე გაურბოდე მტერს”. – ფაბიუს მაქსიმუსი
8. “მირჩევნია ხანგრძლივი დროით მერქვას კეთილი,ვიდრე მცირე ხნით – დამპყრობელი”. – ფილიპე II მაკედონელი
9. “სახალხო ხელისუფლება უძლიერესია იქ,სადაც კანონის ძალის წინაშე ისე ძრწიან,როგორც ტირანის წინაშე”. – ბიასი
10. “ამომავალ მზეს უფრო მეტი ხალხი სცემს თაყვანს,ვიდრე ჩამავალს”. – გნეუს პომპეუს მაგნუსი (ავტორი გენია.ჯი)