ამის თქმას არა სჭირდება,
“ვინმე მელექსე მესხი.”
დრო-ჟამის უკმარობაა
ცხოვრების მთელი ეშხი,
ხილივით მოვილიენით,
სიცოცხლის ხეს რომ ვესხით.
წუთისოფელი ყოფილა
მარადისობის სესხი.