ფრაზეოლოგია – „სიძულვილის” შესახებ…
1. „რაოდენ დიდი სიკეთეც არ უნდა გააკეთოთ ამ ქვეყანაზე, მაინც ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც სძულხართ”. – ბენედიქტ კამბერბეტჩი
* * *
2. „სიძულვილი – სუსტი ადამიანების მრისხანებაა”. – ალფონს დოდე
* * *
3. „არ არის აუცილებელი გძულდეს ისინი, ვისაც თქვენი შურთ, რადგან მათ თავიანთი შურით უკვე აღიარეს, რომ მათზე ბევრად უკეთესი ბრძანდებით”. – მონიკა ბელუჩი
* * *
4. „მხოლოდ სიძულვილი გვაიძულებს ჩაგვადენინოს იმდენივე სისულელე, რამდენსაც სიყვარული გვადენინებს ხოლმე”. – ალექსანდრე დიუმა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „სიძულვილი – პირველ რიგში იმის პრობლემაა, ვინც ამ საშინელ გრძნობას ატარებს”. – სილვია სალინასი
* * *
6. „შეუძლებელია ისეთ გულს შეასწავლო სიყვარული, რომელიც სიძულვილით არის დაღლილი”. – ნიკოლოზ ნეკრასოვი
* * *
7. „სიძულვილს არაფერი მოაქვს ადამიანებისათვის, გარდა საპასუხო სიძულვილისა”. – ალი აფშერონი
* * *
8. „სიძულვილი გონებას ჩრდილავს”. – ალექსანდრე სუვოროვი
* * *
9. „მე გადავწყვიტე ეს ცხოვრება სიყვარულით განვლო, რადგან სიძულვილი ძალიან მძიმე ტვირთია”. – მარტინ ლუთერ კინგი
* * *
10. „ბრმა სიძულვილი ბრმა სიყვარულზე ბევრად უარესი რამ არის”. – ნეიახი – (ავტორი გენია.ჯი)