ლიბანიოსი – ბაკურ იბერიელის შესახებ წერდა…
დიდ ანტიოქიელ ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსს,რიტორსა და პედაგოგს – ლიბანიოსს (314-393 წლები),როგორც ცნობილია უამრავი მოწაფე,მიმდევარი და მეგობარი ჰყავდა,მაგრამ მათგან ყველაზე ახლობელ,სათაყვანო და საყვარელ ადამიანს,გენიალური ქართველი ფილოსოფოსი,რიტორი და უბადლო სარდალი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე – ბაკურ იბერიელი (IV საუკუნე) წარმოადგენდა.ლიბანიოსის მრავალ თხზულებათაგან ბევრი სწორედ ბაკურ იბერიელის ნიჭს,სიმამაცეს და ზნეობას ეხება.ერთ-ერთ ასეთ თხზულებაში ლიბანიოსი ბაკურ დიდის შესახებ წერდა:
” – უამრავი მეხოტბე ჰყავს ბაკურს: ზოგი მის სამართლიანობას აქებს,ზოგი ზომიერებასა და თავდაჭერილობას,სხვები მისი სიბრძნით არიან აღტაცებულნი,სხვები კიდევ ბრძოლის ველზე შემმართებლობითა და საზრიანობით.მაგრამ მე თვითონ,ლიბანიოსს,ბაკურ იბერიელის უამრავ ღირსებათაგან ის მომწონს,რომ იგი განსაკუთრებული სწორუპოვრობით ფლობს “ლოგოსებს” (იდეალისტურ ფილოსოფიაში სულიერი პირველსაწყისი,ღვთაებრივი გონება,მისტიკური ცნებები და ზოგადად საყოველთაო კანონზომიერება – ავტორი გენია.ჯი),მაშასადამე რიტორიკულ ხელოვნებას.
სწორედ ამისთვის,ერთადერთ ბაკურ ქართველს შეუძლია,რა დროსაც სურს,შევიდეს ლიბანიოსთან,მოეხვიოს,ლოყები დაუკოცნოს,მთელი ღამეები მის გვერდით გაატაროს და საყვარელ “ლოგოსებზე” ესაუბროს.
იგი ყოველთვის სიბრძნის მდელოა,ხოლო ჩვენ იმ მდელოზე აღმოცენებულ სიბრძნის ყვავილებს ვკრეფთ.გაოცებული ვარ მისი ნიჭით და უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს ქებანი მისი ნიჭისადმი”. (ავტორი გენია.ჯი)