ივანე კრილოვის “აღმაშფოთებელი” თვისებები…
ცნობილი რუსი იგავთმწერალისა და პუბლიცისტის – ივანე კრილოვის (1769-1844 წლები) ბიოგრაფიის ის ნაწილი,რომელიც ადრეულ პერიოდებში სკოლებში ისწავლებოდა,არაფერს იუწყებოდა იმ აღმაშფოთებელი თვისებების შესახებ,რომელიც მას გააჩნდა.ერთ-ერთ ძველ ჩინურ ტრაქტატში ფიზიოგნომიკის შესახებ (უძველესი ოკულტური მეცნიერება,რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ნაწილების მიხედვით დაადგინოს მისი ხასიათის ნიშან-თვისებები) გარკვევით წერია: “რაც უფრო სქელი გაქვთ კანი,მით უფრო მყარი გაქვთ ნერვებიო”.აღნიშნული ფრაზა ძველი ჩინური ტრაქტატიდან შემთხვევით არ მომიტანია,რადგან იგი სრულიად შეესაბამება რუს იგავთმწერალს – ივანე კრილოვს.
ფაქტია,რომ რუსი ლიტერატორი ფიზიკურად საკმაოდ მაღალი და ჭარბი წონის მატარებელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მის მთავარ სიხარულს – საკვები წარმოადგენდა და სიმართლე რომ ვთქვათ – გაუმაძღარი მადითაც გამოირჩეოდა.მეგობრებს იმის მიხედვით სტუმრობდა,რომლებსაც უფრო უკეთესი კერძი ჰქონდა სახლში მომზადებული.კრილოვი თავისი ფიზიკური მასის გამოისობით,ერთობ ნელა მოძრაობდა და გადაადგილდებოდა.შესაბამისად,მინიმალურ ფიზიკურ მოძრაობებს აკეთებდა. 30 წლის მანძილზე საჯარო ბიბლიოთეკაში იმუშავა,თუმცა ყოველი დღის ყოველ სამუშაო საათებში თავის სამუშაო მაგიდასთან სულ მცირე ორი საათის მანძილზე იძინებდა,რაც თავდაპირველად ბიბლიოთეკაში მყოფ ადამიანებს აღიზიანებდა,მაგრამ საბოლოოდ ისინი კრილოვის ასეთ ქმედებას მიეჩვივნენ და ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ.ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია ფლობდა-რა კრილოვის ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას,მის ასეთ ქმედებაზე რეაგირებას არ ახდენდა.გარდა ამისა,გამოირჩეოდა ჰიგიენის მიმართ უაყოფითი დამოკიდებულებით.მას არასოდეს გამოუყენებია სავარცხელი,იშვიათად იცვლიდა ტანისამოსს და კიდევ უფრო იშვიათად ბანაობდა ხოლმე.როგორც მისი თანამედროვეები ირწმუნებიან,ასეთი არაჰიგიენურობის გამო,მას საშინელი და სპეციფიკური სუნი ასდიოდა,რაც რაღა თქმა უნდა მის სიახლოვეს მყოფ ადამიანებს აწუხებდა.იგი არა მარტო თამბაქოს ეწეოდა,არამედ ღეჭავდა კიდეც მას,რაც კიდევ უფრო საშინელს ხდიდა მასთან სიახლოვეს ყოფნას,რადგან არ იხეხდა კბილებს.მას შემდეგ,რაც იგი ერთ-ერთ მეჯლისზე იქნა მიწვეული,სადაც როგორც ყველა დამსწრე,თავადაც ნიღბით უნდა გამოცხადებულიყო,მეგობარს რჩევა ჰკითხა თუ როგორი ნიღაბი უნდა გაეკეთებინა.მისგან კი ასეთი რჩევა მიიღო: “დაიბანე და წვერი გაიპარსე.ეს კი სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის,რომ მეჯლისზე ვერავინ გიცნოსო”.
აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ივანე კრილოვს ძალიან უყვარდა თავისი შიშველი სხეულის დემონსტრირება.ერთ დღეს იგი სრულიად გაშიშვლდა,მივიდა ფანჯარასთან და დაელოდა გამვლელების რეაქციას.თუმცა მისი ფანჯრისაკენ არავის გაუხედავს,რამაც იგი გააღიზიანა და იმისათვის,რომ მათი ყურადღება მიექცია ვიოლინოზე დაიწყო დაკვრა… ხუთ წუთში მისი ფანჯრების ქვემოთ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი,მაგრამ ეს წარმოდგენა პოლიციელების გამოჩენამ ჩაუშალა,რომლებმაც მისგან მოითხოვეს შეეწყვიტა ასეთი ვულგარული სახით “გამოსვლა”.
კიდევ უფრო საინტერესოა ის,რომ კრილოვი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას თავის უახლოეს ნათესავებს.როგორც ირწმუნებიან,მას არც მეგობრები უყვარდა და არც საკუთარი ოჯახის წევრები და მათ მიმართ მხოლოდ სიძულვილს გამოხატავდა.მაშინ,როდესაც კრილოვის დედა – მარია გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ კიდევ არ გაციებულიყო,რომ ივანემ საკუთარ თავს თეატრში წასვლისა და სპექტაკლზე დასწრების უფლება მისცა.მას არც დედის დასაფლავების დროს დასტყობია მწუხარების არანაირი კვალი და ის კი არა-და იღიმებოდა კიდეც.როდესაც თავისი მოსამსახურისაგან უკანონო შვილი (გოგონა) შეეძინა,იგი ბანქოს სათამაშოდ ერთ-ერთ ინგლისურ კლუბს ეწვია. და მაშინ,როდესაც მისი ერთადერთი შვილი სიკვდილის წინაშე იმყოფებოდა,ამ ამაზრზენი თვისებების მქონე კაცმა,ბავშვთან მოხუცი მოსამსახურე დატოვა,თავად კი მეჯლისზე მოსალხენად გაემართა.
მკითხველო,სწორედ ამიტომ გამოვიყენე ზემოთ ერთ-ერთი ფრაზა ძველი ჩინური ტრაქტატიდან: “რაც უფრო სქელი გაქვთ კანი,მით უფრო მყარი გაქვთ ნერვები”, – რადგან ის ზედგამოჭრილი გახლავთ რუს იგავთმწერალზე – ივანე კრილოვზე. (ავტორი გენია.ჯი)