ფრანსისკო აკუნია დე ფიგეროა
ფრანსისკო აკუნია დე ფიგეროა - დაიბადა 1790 წლის 20 სექტემბერს,ურუგვაის დედაქალაქ – მონტევიდეოში,რესპრექტაბელურ ესპანურ ოჯახში.იგი წარმოადგენდა ესპანური წარმომავლობის მქონე დიდ ურუგვაელ პოეტს,ეპიგრამების,ლირიკებისა და პატრიოტული ლექსების ავტორს,რომელსაც ასევე კლასიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენლად მიიჩნევენ.აქვე აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფრანსისკო გახლავთ ავტორი ურუგვაისა და პარაგვაის ეროვნული ჰიმნებისა.დაწყებითი განათლება სან-ბერნარდინოს მონასტერში მიიღო.მალევე იგი მდიდარმა მამამ,სასწავლებლად სან-კარლოსის (ბუენოს-აირესი,არგენტინა) სამეფო კოლეჯში მიავლინა,სადაც მან სრულყოფილად დაეუფლა ლიტერატურას. (ავტორი გენია.ჯი) სწავლის დასრულების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და 1810 წლიდან აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.1810-1811 წლებში ურუგვაის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის პერიოდში,ესპანელთა მხარეს დადგა,ის და მისი ოჯახიც.ერთ-ერთი ბრძოლისას დაიღუპა ესპანელთა მხარეზე მებრძოლი (ესპანეთის არმიის ოფიცერი) მისი ძმა კლაუდიო.შემოდგომისას ურუგვაის დედაქალაქი მონტევიდეო,ურუგვაელ პატრიოტთა ხელში აღმოჩნდა,რის გამოც იგი იძულებული გახდა მონტევიდეო დაეტოვებინა და მალდონადოში გადასულიყო (ქალაქი ურუგვაის სამხრეთით).1814 წლის 18 სექტემბერს ქალაქი მალდონადო,ურუგვაელი პატრიოტისა და სახელმწიფო მოღვაწის – ხოსე არტიგასას ხელში აღმოჩნდა,რის შემდეგადაც იგი ბრაზილიაში (რიო-დე-ჟანეირო) გადადის ოჯახთან ერთად.იქვე მამამისი დიპლომატიურ სამსახურში იწყებს მუშაობას.პორტუგალიური არმიის მიერ მონტევიდეოს დაკავების შემდგომ 1818 წელს,ფრანსისკო ურუგვაიში ბრუნდება და გენერალ ფრედერიკ ლეკორას რეკომენდაციით,მუსაობას იწყებს ადმინისტრაციულ ორგანოში.1823 წელს ფრანსისკო აკუნია დე ფიგეროა ინიშნება ურუგვაის ფინანსთა მინისტრად და საბაჟოს ხელმძღვანელად,რის შემდეგაც იგი კვლავ მალდონადოსი ბრუნდება. (ავტორი გენია.ჯი) 1825 წელს ურუგვაიში კვლავ იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და იგი აყვანილ იქნა ტყვედ,სოფელ სან-კარლოსში,საიდანაც გაქცევა მოახერხა და მონტევიდეოს შეაფარა თავი.მალევე ურუგვაის აღმოსავლეთი პროვინცია ტავისუფლდება კოლონიზატორებისაგან და ფრანსისკო 1830 წელს,ფიცს იღებს დამოუკიდებელი ურუგვაის კონსტიტუციისა.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ დაწერილი ლექსის შეთავაზება,როგორც ჰიმნისა დამოუკიდებელი ურუგვაის სახელმწიფოსი.1833 წლის 21 ივლისს,პირველად იქნა აჟღერებული სან-ფელიპეს თეატრში,კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ურუგვაის ეროვნული ჰიმნი – “ურუგვაელებო,სამშობლო ან სიკვდილი!”,რომელიც ფრანსისკოს მიერ იქნა დაწერილი.1857 წელს კი პირველად გამოიცა ფრანსისკოს მიერ დაწერილი ლექსები,მათ სორის “ურუგვაის ეროვნული ჰიმნი”.გარდა ამისა 1890 წელს,მისი გარდაცვალების შემდგომ გამოიცა “ისტორიული დღიური მონტევიდეოს ალყისა 1812-1814 წლებში”,რომელმაც იმთავიტვე დიდი მოწონება ჰპოვა ურუგვაელ ხალხში. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდი ყურადღება და მოწონება კი მისი შემოქმედებიდან,დაიმსახურა ეპიკურ-სატირულმა პოემამ “მალამბრუნადამ”.1846 წლის 20 მაისი კი მიიჩნევა ოფიციალურ თარიღად პარაგვაის ეროვნული ჰიმნის ” შექმნისა,რომელიც ასევე დაწერილ იქნა ფრანსისკოს მიერ.ფრანსისკო აკუნია დე ფიგეროა გარდაიცვალა 1862 წლის 6 ოქტომბერს მონტევიდეოში.