სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები),გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარებისა,ერთობ დიდი მოყვარული გახლდათ ჰიგიენის დაცვის მხრივაც, და ძალინ ხშირად იღებდა ხოლმე შხაპს.ეგვიპტეში მოგზაურობისას,მის მატარებელს არ გააჩნდა აბაზანა,რის გამოც ქვეშევრდომებს უბრძანა,რომ ლოკომოტივის საქვაბისაგან აბაზანა დაემზადებინათ,რაც რაღა თქმა უნდა აღსრულებულ იქნა.ერთ-ერთ ეგვიპტურ სადგურზე,ქვეშევრდომების მიერ ლოკომოტივის საქვაბისაგან დამზადებული აბაზანა მატარებლიდან დაბლა ჩაატანინა და თბილი წყლით აავსებინა,რის შემდეგაც ტრუსებში მყოფმა უინსტონმა ბანაობა დაიწყო.თუმცა მოულოდნელად იგი,გაოცებული ეგვიპტელების სახეებს გადააწყდა.ჩერჩილმა შეატყო-რა ეგვიპტელებს გაოგნება,თავის ადიუტანტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ” – მათი გამოხედვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,შესაძლოა დავასკვნათ,რომ ეგვიპტელებს დღევანდელ დღემდე შიშველი ადამიანი არასოდეს უხილავთო”. (ავტორი გენია.ჯი)