იოანე დამასკელი – “მრისხანების” შესახებ…

“მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს,რაც წარმოიქმნება ნაღველის აორთქლებისა თუ ამღვრევის შედეგად; ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც,რამეთუ,როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ,ანდა გვგონია,რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს,მრისხანება შეგვიპყრობს ხოლმე,ანუ იმ გრძნობით ვართ აღვსილნი,რომელშიც აღრეულია რისხვა და სწრაფვა შურისძიებისაკენ.

არსებობს სამი სახეობა მრისხანებისა: გაღიზიანება (გაფიცხება),გაბოროტება და შურისძიება.

გაღიზიანებად იწოდება დასაწყისი მრისხანებისა,როცა ის აღიგზნება.გაბოროტება არის ხანგრძლივი მრისხანება,ანუ დახსომება ბოროტისა,გულღრძოობა.შურისძიების გრძნობა კი იმგვარი მრისხანებაა,რომელიც ხელსაყრელ შემთხვევას ეძიებს ბოროტისათვის სამაგიეროს გადასახდელად”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>