“მარტორქების პარტია”

ყველასათვის ცნობილია,რომ მსოფლიო საოცრებებით არის სავსე.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთ-ერთ საოცარი იდეებით განთქმულ კანადურ პოლიტიკურ პარტიაზე,რომელიც 1963 წელს იქნა დაარსებული კანადელი პოლიტიკოსის - ჟაკ ფერონის მიერ, და რომელმაც საკუთრივ სახელი გაითქვა იმით,რომ პარტიის არსებობის 40 წლის მანძილზე ქვეყანაში ჩატარებულ ყველა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა,თუმცა გამარჯვება ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა.ფერონის მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტიის სახელწოდება კი გახლავთ – “მარტორქების პარტია”.აღნიშნულ პარტიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად გაწევრიანებული არიან მსახიობები და კომედიანტები.აღსანიშნავია ის,რომ პარტიის წარმომადგენლები გამოდიან ერთობ არასერიოზული და უტოპიური პროგრამებით.მაგალითად ისეთებით,როგორებიცაა: აშშ-ს ანექსია,გრავიტაციის კანონის შეცვლა,ყველა არსებული კანონის გაუქმება,რომელიც მათი აზრით ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ გაანთავისუფლებს კანონის დამრღვებისაგან.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ “მარტორქების პარტიის” კანდიდატები წინასაარჩევნოდ გამოდიან იმ პროგრამებით,რომლებიც შეთანხმებული არ არის თავიანთ პოლიტიკურ პარტიასთან.

ნიშანდობლივია ისიც,რომ “მარტორქების პარტიამ” ერთ დღეს ომი გამოუცხადა ბელგიის სამეფოს.ომის მიზეზს კი წარმოადგენდა ერთ-ერთი ბელგიური მულტფილმი,სადაც ნახატი ფილმის მთავარი პერსონაჟი – მარტორქას კლავს.თუმცა,ომის გამოცხადებიდან მალევე,”მარტორქების პარტიის” ცენტრალურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ზავის დადებისათვის ბელგიელებისაგან ერთი ყუთი ლუდი და ერთი ყუთი მოლუსკები მოითხოვა.გასაოცარია,თუმცა ფაქტია,რომ ბელგიის სამეფოს ოფიციალურმა სტრუქტურებმა უტოპიურ კანადურ პარტიას,მართლაც გაუგზავნა როგორც ერთი ყუთი ლუდი,ასევე მოლუსკებიც.

1993 წელს “მარტორქების პარტია” კანადაში გაუქმებულ იქნა,თუმცა 2006 წელს ისინი კვლავაც გამოჩნდნენ კანადური პოლიტიკის არეალში,მაგრამ ამჯერად – “ნეო-მარტორქების პარტიის” სახელწოდებით.მიუხედავად ახალი სახელწოდებისა,იდეები და პროგრამები კვლავაც არასერიუზული,სასაცილო და უტოპიური გააჩნიათ,რის გამოც ვერანაირ პოლიტიკურ წარმატებას ვერ აღწევენ და ალბათ,ვერც ვერასოდეს მიაღწევენ. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. გარდა აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციისა,მსოფლიოში ასევე არსებობს ისეთი უცნაური სახელწოდების მქონე პარტიები,როგორებიცაა – “ლუდის მოყვარულთა პარტია” (რუსეთი),”ლამაზმანების პარტია” (რუმინეთი),”რადიკალური მარიხუანის პარტია” (კანადა),”ჟონგლიორებოის პარტია” (შვედეთი) და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>