სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“უსამართლობა უსამართლოსათვის უკურნებელი სენივით სასიკვდილოა, და თავისი ბუნებით სწორედ ეს მომაკვდინებელი ბოროტება კლავს ყველას,ვინც უსამართლოა, – ვის ხელად,ვის კი ნელ-ნელა”.
* * *
“ძნელია უკვდავი იყოს ის,რაც ნაწილებისაგან შედგება,მით უმეტეს,თუ ეს შედგენილობა არც ისე სრულყოფილია”.
* * *
“ღმერთი ხელს არასოდეს ააღებს იმას,ვინც სამართლიანობას მიელტვის,სიქველეში იწაფავს თავს და ცდილობს ღმერთს დაემსგავსოს,რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უსამართლო არამზადები,მთელი თავიანთი სიმარჯვისა და გაქნილობის მიუხედავად,ორმაგი გარბენის მონაწილეებს ჰგვანან,ერთი ბოლოდან მეორემდის სწრაფად რომ გარბიან,მაგრამ მეორიდან პირველისკენ შემობრუნებულთ ძალა აღარა ჰყოფნით; დიახ,ჯერ ქარივით მიჰქრიან,მაგრამ შემდეგ,ქანცგაწყვეტილნი,ქვეყნის სასაცილონი ხდებიან და გამარჯვებულის გვირგვინით შუბლშემკულნი კი არა,თავჩაქინდრულნი და ცხვირჩამოშვებულნი ტოვებენ ასპარეზობას.ნამდვილი მორბენალები კი წარმატებით აღწევენ მიზანს,ჯილდოსაც იხვეჭენ და გამარჯვებულის გვირგვინითაც იმკობენ შუბლს.უმეტესწილად ასეთია სამართლიანთა ხვედრი.მათი ყოველი საქმე,ყოველგვარი წამოწყება თუ ურთიერთობა,ბოლოს და ბოლოს,საყოველთაო პატივისცემას იწვევს; სწორედ ესაა მათი ჯილდო და საზღაური”.
* * *
“თქვენ კი არ აგირჩევთ წილისყრით თქვენი დემონი.თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ იგი”.
* * *
“სიქველე ვისიმე ხვედრი როდია: თითოეული თქვენგანი,მეტად თუ ნაკლებად,იმის მიხედვით ეზიარება სიქველეს,პატივს სცემს თუ ზიზღით უყურებს მას.პასუხი თვით ამრჩევს მოეკითხება: ამაში ღმერთს ბრალი არ მიუძღვის”.
* * *
“ჰადესში ფოლადივით მტკიცე რწმენით უნდა ჩახვიდე,რომ ვერც სიმდიდრემ თუ სხვა მისთანა საცთურმა,ვერც ტირანად თუ დესპოტად ქცევის სურვილმა დაგივსოს თვალი,რათა ურიცხვი საზარელი უბედურება არ დაატეხო თავზე ხალხს და არც შენ თვითონ დაითმინო კიდევ უფრო დიდი ბოროტება.ყოველთვის უნდა გაურბოდე ორსავე უკიდურესობას და შეგეძლოს საშუალო გზის არჩევა,როგორც ამ ქვეყნად,ისე საუკუნო სოფლადაც,რადგანაც ესაა ადამიანის ყველაზე დიდი ბედნიერება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მერწმუნეთ,სული უკვდავია და უნარი შესწევს აიტანოს ყოველგვარი სიკეთე და ყოველგვარი ბოროტება; თუ ყოველთვის აღმავალი გზით ვივლით,განუხრელად აღვასრულებთ სამართლიანობას და ყურს მივუგდებთ გონების ხმას,რათა,ვიდრე აქა ვართ,ერთმანეთს ვმეგობრობდეთ და გვიყვარდეს ღმერთი.ასე მოვიმკით სამართლიანობის საზღაურს,როგრც ასპარეზობაში გამარჯვებულნი,რომლებსაც უშურველად უძღვნიან ჯილდოს, და ბედნიერი ვიქნებით როგორც ამ ქვეყნად,ისე იმ ათასწლოვან მოგზაურობაშიაც”.