“გარდაცვლილი ადამიანების ასოციაცია”
“გარდაცვლილი ადამიანების ასოციაცია” – წარმოადგენს ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარ-პრადეშის შტატში ინდოელი ადამიანის უფლებათა დამცველის – ლალ ბიჰარის მიერ დაარსებულ ერთ-ერთი უცნაური მიზნის მქონე მქონე საზოგადოებრივ ორგანიზაციას.აღნიშნული ორგნიზაციის მიზანს წარმოადგენს იმ ინდოელი მოქალაქეების უფლებების დაცვა,რომლებიც ქვეყნის კორუმპირებლმა და ბიუროკრატიულმა ორგანოებმა,მიუხედავად იმისა,რომ ცოცხლები არიან,მაინც გარდაცვლილებად გამოაცხადეს. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ქმედების მიზეზს კი,ინდოეთის რესპუბლიკის კორუმპირებული ხელისუფლება მიმართავდა იმიტომ,რომ გარდაცვლილთათვის არაკანონიერად ჩამოერთვათ მათ პირად მფლობელობაში არსებული მიწები და სხვა უძრავი ქონება.თავად უტარ-პრადეშის შტატი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს წარმოადგენს.ადგილობრივმა სახელმწიფო ჩინოვნიკებმა შეიმუშავეს სქემა,რომლის თანახმადაც ესა თუ ის მიწის მფლობელი ინდოელი მოქალაქე გარდაცვლილად ცხადდებოდა,რის შემდეგაც მის მფლობელობაში მყოფი მიწა,”გარდაცვლილის” რომელიმე ნათესავს ქრთამის სანაცვლოდ გადაეცემოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ აღნიშნულ შტატში მასიურად დაიწყო უამრავი ცოცხალი ადამიანის იურიდიულად გარდაცვლილად გამოცხადება,რაც რაღა თქმა უნდა მათ ყველა სამოქალაქო უფლებას ართმევდა.იმისათვის,რომ გარდაცვლილად გამოცხადებულ ცოცხალ ადამიანს თავი იურიდიულად ცოცხლებში აღედგინა,უამრავი ბიუროკრატიული დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ეს პროცესი რამდენიმე ათეულ წელიწადსაც კი გრძელდებოდა
“გარდაცვლილი ადამიანების ასოციაციის” დამაარსებელი – ლალ ბიჰარიც ამავე სქემის მსხვერპლი გახდა. 1976 წელს დაბადებული ბიჰარი საკუთარმა ბიძამ 1994 წელს გარდაცვლილად გამოაცხადა და ოფიციალური დასაფლავებაც მოუწუყო.ლალას ბიძის მიზანი გახლდათ ხელში ჩაეგდო თავისი უახლოესი ნათესავის მფლობელობაში მყოფი მიწები,რაც განახორციელა კიდეც ადგილობრივი კორუმპირებული სახელმწიფო ჩინოვნიკების მეშვეობით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბიჰარმა ფარ-ხმალი არ დაყარა და იგი მთელი 20 წლის მანძილზე ცდილობდა იურიდიულად აღედგინა საკუთარი თავი ცოცხალთა შორის,რაც საშუალებას მისცემდა როგორც მიწების დაბრუნებისა,ასევე სხვა მოქალაქეობრივი უფლების აღდგენისა.მას შემდეგ,რაც ლალ ბიჰარმა დაადგინა,რომ ის ამ მაქინაციური სქემის ერთადერთი მსხვერპლი არ იყო,დააარსა კიდეც ზემოაღნიშნული ასოციაცია,რომელშიც დღესდღეობით 20 000 ადამიანია გაწევრიანებული. (ავტორი გენია.ჯი)