“მერსედეს-ბენცი” – (ეპიზოდი)
რამდენიმე ხნის წინ გერმანიაში მეტად სერიოზული სკანდალი აგორდა ერთ-ერთი უდიდესი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიის - “მერსედეს-ბენცის” წინააღმდეგ.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ იმ ბრალდებაში,რომელიც ამ უნიკალურ და გიგანტ ავტომწარმოებელ კომპანიას წაუყენეს,არავითარი წვლილი არ მიუძღოდა,რადგან როგორც მოგვიანებით გაირკვა,აღნიშნულ სკანდალს პროვოცირება გაუკეთა ბადენ-ვიუტემბერგის აკადემიის სტუდენტებმა,რომელთაც დაამზადეს ერთობ უცნაური შინაარსის მქონე მოკლე სარეკლამო რგოლი.სარეკლამო რგოლში კი შემდეგი სურათი იყო წარმოდგენილი: ულამაზესი ბუნების პეიზაჟის ფონის მქონე საავტომობილო გზაზე “მერსედეს-ბენცი”-ს ფირმის ავტომობილი მოძრაობდა. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად,გზის სავალ ნაწილზე მოთამაშე ბავშვები გამოჩდნენ.ავტომობილში პატარა წითელი ნათურა “უსაფრთხოება” აინთო და იგი ავტომატურად გაჩერდა,რათა ბავშვებისათვის ზიანი არ მიეყენებინა.მას შემდეგ,რაც ავტომობილმა გზა განაგრძო,კადრში ჩნდება გზაზე ბუშტებით მოთამაშე პატარა “ადოლფ ჰიტლერი”,რა დროსაც იმავე წამს მანქანაში ირთება მეორე წითელი ღალაკი,წარწერით – “საფრთხე”.საინტერესოა ის,რომ ამ შემთხვევაში “მერსედეს-ბენცმა” სვლა არ შეწყვიტა და პატარა ადოლფ ჰიტლერს დაეჯახა.დარტყმა სასიკვდილო აღმოჩნდა… გარდაცვლილი პატარა ჰიტლერი კი ისეთ პოზაში იწვა,რომ მისი ხელები და ფეხები ფაშისტური სვასტიკის ფონს ქმნიდა.რეკლამის ბოლოს ჩნდებოდა სლოგანი: “ამოიცანი საფრთხე მანამ,სანამ იგი წარმოიშვება”.
სარეკლამო რგოლმა გერმანიაში იმდენად დიდი სკანდალი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია,რომ “მერსედეს-ბენცის” კომპანია იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა.განცხადებაში კი მითითებული იყო,რომ მათ ამ სარეკლამო რგოლის დამზადებაში არავითარი წვლილი არ მიუძღოდათ.გარდა ამისა,კომპანიამ,ბადენ-ვიუტემბერგის აკადემიის სტუდენტებს აიძულა,რომ რეკლამის ბოლოს გაეკეთებინათ წარწერა,სადაც აღნიშნული გახლდათ,რომ მერსედეს-ბენცს” რეკლამის დამზადებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი)