Alcelaphus caama – (ხარისებრი ანტილოპა)

Alcelaphus caama – წარმოადგენს ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენელ ძუძუმწოვარა ცხოველს წყვილჩლიქოსნების რიგისა.მათი გავრცელების უმთარესი არეალი აფრიკის კონტინენტის სამხრეთი რეგიონებია.აღნიშნული სახეობის ანტილოპას ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ხარისებრი ანტილოპა”,რადგან საკმაოდ დიდი ფიზიკური მონაცემების მქონეა.მათი სხეულის სიგრძე 2,3 მეტრია,ხოლო საშუალო სიმაღლე 135 სანტიმეტრი.მამრების წონა 150 კილოგრამამდე მერყეობს,მდედრების კი 120 კილოგრამამდე. (ავტორი გენია.ჯი) ერთობ დაგრეხილი რქების სიმაღლე ხშირ შემთხვევებში 60 სანტიმეტრს უტოლდება.გააჩნიათ ღია ყავისფერი შეფერილობა.თავი და შუბლის წინა ნაწილი შედარებით მუქი ყავისფერი აქვთ,კუდი შავი.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 19 წელიწადია.”ხარისებრ ანტილოპებს” შესანიშნავი სმენა და სისწრაფე გააჩნიათ (ანვითარებენ 55 კილომეტრ-საათ სიჩქარეს),რაც ძალიან ეხმარებათ მტაცებელი ცხოველებისაგან თავის დაცვაში.მაკეობის პერიოდი ზაფხულის წვიმების სეზონის წინ ეწყებათ და შობენ ერთ პატარა ანტილოპას.იკვებებიან სხვადასხვა სახეობის ბალახეული მცენარეებით და სხვა სახეობის ანტილოპებისაგან განსხვავებით მცირე რაოდენობის წყალს სვამენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ Alcelaphus caama-ს ანტილოპები,ყველაზე ახალგაზრდა ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან დედამიწაზე.ისინი პირველად სამყაროში დაახლოებით 500 000 წლის წინათ გაჩნდნენ (თუმცა სხვა ვერსიის თანახმად,კიდევ უფრო ადრეულ ეპოქებში).საბედნიეროდ,აღნიშნული სახეობის ანტილოპები ბუნებაში მრავლად გვხვდებიან (დაახლოებით 130 000 ეგზემპლარი) და ისინი ისევე,როგორც სხვა უამრავი სახეობის უნიკალური ცხოველები,გადაშენებისა და გაქრობის საფრთხის წინაშე არ დგანან. (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>