ლეონარდო და ვინჩის ნააზრევი…

„ის, ვინც ცხოველებს ისე ექცევა, როგორც ადამიანებს, ადამიანებსაც ისე მოექცევა, როგორც ცხოველებს”.

* * *

„ნუთუ ვერ ხედავთ, რომ გამვლელს აჩერებს და მის ყურადღებას იპყრობს ადამიანის არა მდიდრული ჩაცმულობა ან მორთულობა, არამედ მისი სახე, ყველაზე უფრო მშვენიერი რამ მის მშვენიერებათა შორის. ამას გეუბნებით თქვენ, ვინც თავს ილამაზებთ ოქროებითა და სხვა ძვირფასი სამკაულებით. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ახალგაზრდობის თვალისმომჭრელ სილამაზეს აფერმკრთალებს მეტისმეტი მორთულ-მოკაზმულობა? ნუთუ არასოდეს გინახავთ, რამდენად უფრო ლამაზები არიან ღარიბულ ტანსაცმელში გახვეული მთიელი ქალები, ვიდე ძვირფასი სამკაულებით დამშვენებული ქალბატონები?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგიერთ მხატვარს იმდენად მწირი განათლება აქვს რომ იძულებულია, ოქროსა და ლაჟვარდის საფარველს შეაფაროს თავი… არადა, ფერწერა მხოლოდ იმიტომ ეჩვენება მნახველს საოცრებად, რომ იგი აიძულებს, რელიეფურად და კედლისაგან გამოყოფილად დაინახოს ის, რაც სინამდვილეში არ არსებობს; საღებავები კი პატივსა და სახელს უხვეჭენს მათს შემქმნელთ”.

* * *

„ერთს უთხრეს, რომ ადგომის დრო იყო, რადგან მზე უკვე ამოსულიყო. მან კი უპასუხა: „მეც რომ ამხელა გზა მქონდეს გასავლელი და ამდენი საქმე გასაკეთებელი, რამდენიც მას, ახლა დიდი ხნის ამდგარი ვიქნებოდი. მაგრამ, რადგანაც მოკლე გზა მაქვს გასავლელი, ადგომაც არ მინდაო”.

* * *

„ადამიანები უმადურობის იმ ზომამდე მივლენ, რომ მას,ვინც ყოველგვარი ანგარების გარეშე თავშესაფარს აძლევს, მაგრად მიბეგვავენ, ისე, რომ მისი შიგნეულობა მოსწყდება ადგილს და მთელ სხეულში იწყებს ტრიალს”.

* * *

„ფერწერას, განსხვავებით სხვადსხვა სახის დამწერლობისაგან, არ სჭირდება ენების მცოდნე კომენტატორი, რადგან ის უშუალოდ მოქმედებს ადამიანზე, ზუსტად ისე, როგორც ბუნების მიერ შექმნილი საგნები”.

* * *

„სული, რომელიც განაგებს და მართავს სხეულს, არის ის,რაც წარმოქმნის ჩვენს აზროვნებას მანამ, სანამ ეს აზროვნება ჩვენს საკუთრებად იქცევა”.

* * *

„როცა ოსტატი ღვთისმოსავია, ასეთივე იქნება მისი კისერმოღრეცილი ყველა ფიგურაც”.

* * *

„ნუ გექნება სურვილი, იქონიო ნივთები, ნურც გააკეთებ მათ, თუ ხედავ, რომ მათი არქონა ვნებასა და სურვილს აღძრავს შენში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მედიჩებმა შემქმნეს და მედიჩებმა დამანგრიეს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>