ბასილი დიდის თხზულებიდან – “ცხრა საუბარი ექვს დღეზე”
“თავიდან ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა და შემდეგ სხვა ყველაფერი,ხოლო უპირატესობა მიანიჭა ზეცას,დედამიწას კი მეორე ადგილი განუწესა.ამის შემდეგ შექმნა სტიქიები და განათავსა მათ შორის.მართალია,წყლის,ჰაერისა და ცეცხლის შესახებ ცალ-ცალკე არაფერია თქმული,მაგრამ მათ შესახებ მსჯელობა თავადაც შეგვიძლია.პირველ რიგში,უნდა ითქვას,რომ ყველა სხეულში ოთხი სტიქია ერთმანეთს შეერია და ამიტომაცაა,რომ მიწაში არის წყალიც,ჰაერიც და ცეცხლიც.ქვისა და რკინისაგან ხახუნის მეშვეობით შეიძლება ცეცხლის მიღება; მაგრამ უცნაურია,რომ სანამ ცეცხლი ამ სხეულების შიგნითაა,იგი არ ვნებს მათ,მაგრამ,როგორც კი გარეთ გამოდის,თვით ამ სხეულებსაც კი წვავს.მიწაში წყლის არსებობაა გვიდასტურებენ ჭის მთხრელები,ხოლო ჰაერის არსებობას ადასტურებს თავად ნოტიო მიწა,რომელიც,მზე რომ დააჭერს,გამოსცემს ორთქლს. და,რამდენადაც ეს სამყარო ისეა მოწყობილი,რომ ცა ზემოთაა,ხოლო მიწა – ქვემოთ,ყველაფერი მსუბუქი ზემოთ მიემართება,ყველაფერი მძიმე კი ეშვება ქვემოთ.
ახლა განვიხილოთ საკითხი,თუ რაზე დგას დედამიწა და რა აკავებს მას.თუ ვიტყვით,რომ იგი ჰაერში კიდია,გაუგებარი იქნება,უმსუბუქესი ნივთიერება,რომელსაც ასეთი დიდი სიმძიმე აწვება,როგორ უძლებს მას.თუ ვიტყვით,რომ წყალზე დგას,ამ შემთხვევაშიც გაჩნდება კითხვა – როგორ იკავებს ასეთი უღონო არსი ასეთ მძიმე და მკვრივ სხეულს? ამასთან,საძიებელი გვექნება ისიც,თუ რას ეყრდნობა თვით წყალი.თუ წარმოვიდგენთ,რომ დედამიწა უჭირავს რაიმე სხვა სხეულს,მასზე უფრო დიდს,მაგარსა და მყარს,მაშინ უნდა დავუშვათ ისიც,რომ ეს სხეულიც რაღაცას ეყრდნობა. და,თუ ამას გაიაზრებ,მაშინ ისიც უნდა იფიქრო,რომ ამ საყრდენსაც სჭირდება სხვა საყრდენი და ასე დაუსრულებლად.ნათქვამი სხვას რას უნდა ნიშნავდეს,თუ არა იმას,რომ მიწიერ არსს ყოველი მხრიდან აკრავს წყლის არსი.
რატომ ხდება,რომ თხევადი წყალი,როდესაც იმყოფება შემაღლებაზე,არ ჩამოედინება იქიდან? ან კიდევ,განა საოცარი არ არის,რომ მიწა (ხმელეთი),რომელიც თავისი ბუნებით წყალზე მძიმეა,თავისით ჩერდება მასზე?
სულერთია,რას დავუშვებთ,იმას,რომ დედამიწა თავისით დგას თუ იმას,რომ წყალზეა გაჩერებული – ყველა შემთხევვაში ჩვენი აზრი და ცნობიერება არ უნდა დაშორდეს ღვთისმოსაობას და უნდა გვახსოვდეს,რომ ყველაფერს ერთად მართავს და აკავებს შემოქმედის ძალა.ასე რომ,თავს მოვალედ მივიჩნევ,საკუთარ თავსაც და სხვებსაც კითხვაზე – რა აკავებს ამ უზარმაზარ სიმძიმეს? – ვუპასუხო,რომ ყველაფერი ღვთის ხელითაა.ეს ჩვენთვისაც უსაფრთხო იქნება და მსმენელთათვისაც სასარგებლო”. (ავტორი გენია.ჯი)