ლორენცო დი პიერო დე მედიჩი – “ეპიზოდი”

აღორძინების ეპოქის ფლორენციის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა და გამოჩენილმა ფლორენციელმა სახელმწიფო მოღვაწემ - ლორენცო დი პიერო დე მედიჩმა (1449-1492 წლები),რომელიც უმძიმესი სენით იყო დაავადებული და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდადა,აღსარების ჩასაბარებლად და საზიარებლად,თავისთან ერთ-ერთი ფლორენციელი ბერი – ფრა ჯიროლიმო იხმო.მას შემდეგ,რაც მასთან სასულიერო პირი მივიდა,ფლორენციის რესპუბლიკის საჭეთმპყრობელმა სთხოვა,რომ მისთვის სამი ცოდვა მიეტევებინა: ვოლტერას დარბევა და გაძარცვა,მიუსაფარი და ღარიბი ქალიშვილების მეურვეთათვის განკუთვნილი თანხის გაფლანგვა და პაცის შეთქმულების შემდეგ მოწყობილი სისხლიანი ანგარიშსწორება,რომელსაც ემსხვერპლა მისი ძმა,ჯულიანო მედიჩი.ბერმა ამის სანაცვლოდ მომაკვდავ მედიჩს გარკვეული პირობების შესრულება მოსთხოვა.

- პირველ რიგში,ღმერთის გულმოწყალებისა უნდა გწამდეს და გჯეროდეს.

- მე მაქვს ასეთი რწმენა, – უპასუხა ლორენცომ.

- მეორეც,უნდა დაუბარო შენს ვაჟიშვილებს,რომ მათ გამოისყიდონ ის საშინელი დანაშაული,რაც ჩადენილი გაქვს მეურვეების მიმართ და აანაზღაურონ გაფლანგული თანხა.

- ამ მოთხოვნასაც აღვასრულებ წმინდა მამაო, – იყო მედიჩის პასუხი.

- დაბოლოს,შენ უნდა დაუბრუნო ფლორენციას თავისუფლება.

აღნიშნულმა სიტყვებმა ლორენცოს განრისხება გამოიწვია და მან კედლისაკენ იბრუნა პირი.ფრა ჯიროლიმომ ისე დატოვა ფლორენციის სიკვდილის პირას მყოფი მეთაური,რომ მისგან აღსარება აღარ მოუსმენია.შესაბამისად,ლორენცო მედიჩიც ისე აღესრულა,რომ მას ზიარება არ ღირსებია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>