ჟოზეფ გიიომი – “უნიკალური მძლეოსანი”
ჟოზეფ გიიომი – დაიბადა 1899 წლის 1 ოქტომბერს საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ზემო ვიენას დეპარტამენტის კომუნაში – ლე დორატში.იგი წარმოადგენდა იმ ლეგენდარულ და უნიკალურ ფრანგ მძლეოსანს,რომელმაც 1920 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიადაზე 5 000 მეტრ დისტანციაზე სირბილში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (აღნიშნული დისტანცია დაძლია 14 წუთში 55 წამსა და 60 მილიწამში და 4 წამით გაუსწრო ბრწყინვალე ფინელ ათლეტს – პაავო ნურმის),ხოლო 10 000 მეტრ დისტანციაზე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა (31 წუთი და 51 წამი).ოლიმპიური ჩემპიონობა რომ ყველა სპორტსმენის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს,გასაკვირი არავისთვისაა,თუმცა გასაოცარია ის,რომ ეს უდიდესი სპორტული ჯილდო ჟოზეფ გიიომმა მოიპოვა და ამის მიზეზებს აქვე შემოგთავაზებთ. (ავტორი გენია.ჯი) უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო,რომ ფრანგი მძლეოსანის ანატომია უნიკალური აგებულების იყო,რადგან მისი გული,როგორც წესი არა სხეულის მარცხენა ნაწილში,არამედ მარჯვენა ნაწილში იყო განთავსებული.გარდა ამისა,მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პირველ მსოფლიო ომში,სადაც უმძიმესად დაუავადდა ფილტვები გერმანელების მიერ მდოგვის მომწამლავი აირის გაშვების შედეგად.საინტერესოა ისიც,რომ ჟოზეფი თამბაქოს დიდი მოყვარული გახლდათ და როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავდნენ,ყოველდღიურად მინიმუმ ერთ კოლოფ სიგარეტსაც ეწეოდა.კიდევ უფრო საინტერესოა ის,თუ როგორ მოიპოვა მან ანტვერპენში ოლიმპიური ვერცხლის მედალი.მას შემდეგ,რაც გიიომმა 5 000 მეტრ დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა,სულ რაღაც სამ დღეში 10 000 მეტრ დისტანციაზე გარბენზე წარსდგა,თუმცა გარბენის წინ აღმოაჩინა,რომ მისი სპორტული კედები მოპარული იყო.სტარტის აღებამდე იმდენად მცირე დრო იყო დარჩენილი რომ,გიიომი ვერანაირად ვერ ასწრებდა ახალი კედების ყიდვას,რის გამოც გარბენის სტარტზე,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ფეხსაცმელებით წარსდგა,მაგრამ არც ეს ფეხსაცმელები იყო მისი სარგო,რადგან 2 ზომით დიდი იყო.მიუხედავად ამისა,გიიომი 10 000 მეტრ დისტანციაზე სირბილში მხოლოდ ფინელ პაავო ნურმს ჩამორჩა და ისიც მხოლოდ 1 წამითა და 4 მილიწამის შუალედით და მოიპოვა კიდეც ოლიმპიური ვერცხლის მედალი.
თავისი უნიკალური კარიერის მანძილზე, 160 სანტიმეტრი სიმაღლისა და 54 კილოგრამის მქონე გიიომმა სამჯერ მოიპოვა კროსში საფრანგეთის ჩემპიონობა,ხოლო ოთხჯერ კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა 5 000 მეტრ დისტანციაზე სირბილში.ლეგენდარული ფრანგი მლეოსანი – ჟოზეფ გიიომი გარდაიცვალა 1975 წლის 9 მარტს (76 წლის ასაკში) საფრანგეთის ქალაქ ორადურ-სენტ-გენესტში. (ავტორი გენია.ჯი)