პეტრე III – “ეპიზოდი”
1743 წელს პეტრე I დიდის ქალიშვილმა და რუსეთის იმპერატორმა ელისაბედ I-მა ტახტის მემკვიდრედ – კარლ პეტერ ულრიხ ჰოლშტეინ-გოტორფი,იგივე პეტრე III (1728-1762 წლები) გამოაცხადა.მიუხედავად ამისა,უპრინციპო პეტრემ თავისი ოფიციალური ცერომონიალური კორონიზაცია სამეფო ტახტზე მაინც ვერ განახორციელა,რადგან 186 დღიანი მმართველობის შემდეგ მისივე მეუღლისა (ეკატერინე II) და სხვა სამეფო დიდებულების მიერ დადანაშაულებულ იქნა რუსეთის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში და 1762 წელს სამეფო კარის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ტახტიდანაც ჩამოაგდეს.მას შემდეგ,პეტრე გადასახლებულ იქნა როფშაში,სადაც 1762 წლის 7 ივლისს ეკატერინე II-ის ბრძანების საფუძველზე მოკლეს.მოკლული რუსეთის იმპერატორი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე,სრულიად უსახელოდ იქნა დაკრძალული ალექსანდრე-ნეველის სახელობის ლავრის ტერიტორიაზე, და ეს მაშინ,როდესაც რუსეთის იმპერატორების საგვარეულო საძვალეს – პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი წარმოადგენდა.რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II ქვეყანას 38 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე მართავდა და როდესაც იგი გარდაიცვალა (67 წლის ასაკში),ტახტზე ავიდა პავლე I,რომელმაც გამეფებისთანავე (1796 წელს) მამის ცხედარი საფლავიდან ამოიღო და საკუთარი ხელით განახორციელა პეტრე III-ეს ცხედრის კორონიზაცია.საინტერესოა ისიც,რომ სიკვდილის შემდეგ კორონიზებული პეტრე III-ის ცხედარი,ეკატერინე II-ის ცხედართან ერთად იქნა დაკრძალული რუსეთის იმპერატორების საგვარეულო სასაფლაოზე.მათ საფლავზე კი გაკეთებულია ორივე მათგანის დაკრძალვის თარიღი (1796 წლის 18 დეკემბერი),რაც მნახველს იმის შაბეჭდილებასა და ილუზიას უქმნის,თითქოსდა პეტრე III-ემ და ეკატერინე II-ემ თავიანთი ცხოვრება ერთად გალიეს და ერთსა და იმავე დღეს აღესრულენ,რაც რაღა თქმა უნდა სრული აბსურდია. (ავტორი გენია.ჯი)
პავლე I (პეტრე III-ისა და ეკატერინე II-ის ვაჟი)