“ჯენკინსის ყური”-ს შესახებ…

1738 წელს ინგლისის თემთა პალატის წინაშე სიტყვით წარსდგა ერთ-ერთი ინგლისური სავაჭრო გემის აღელვებული კაპიტანი და მეზღვაური – რობერტ ჯენკინსი,რომელმაც თავისი ემოციური გამოსვლის ბოლოს ინგლისელ პარლამენტარებს იმის დასადასტურებლად,რომ ესპანელები უმკაცრესად ექცეოდნენ მშვიდობიან ინგლისელ მეზღვაურებს,წარუდგინა ესპანელი ოფიცრის მიერ მოკვეთილი თავისივე – ყური,რომელიც სპირტიან ბოთლში ჰქონდა მოთავსებული.ჯენკინსის აღნიშნულმა გამოსვლამ ერთობ გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ინგლისელ პარლამენტარებზე და სწორედ ამის შემდეგ დაიყო ინგლის-ესპანეთის კოლონიალური ომი კარიბის ზღვის აუზში,რომელიც 1739 წლიდან 1742 წლამდე გაგრძელდა, და რომელსაც ინგლისელებმა ირონიულად – “ომი ჯენკინსის ყურისათვის” უწოდეს.ამ ისტორიული მოვლენიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ,ლეგენდარულმა ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილმა, 1738 წელს ჯენკინსის თემთა პალატაში გამოსვლის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ჯენკინსის მოკვეთილმა ყურმა შოკში ჩააგდო ბრიტანელი საზოგადოება და იქცა კიდეც იგი,როგორც სიმბოლო – ბრიტანელი ხალხის საყოველთაო აღშფოთებისა.ეკუთვნოდა თუ არა მოკვეთილი ყური ჯენკინსს,ან მართლაც ესპანელმა ოფიცერმა მოჰკვეთა თუ არა მას ყური,დანამდვილებით დღემდე არავინ იცის.თუმცა ვერ ვუარყოფთ იმას,რომ “ჯენკინსის ყური” ჩვენი ქვენის ისტორიაში უდიდესი მოვლენების მქონე ობიექტად იქცა”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>