რეზისტენციალიზმი
რეზისტენციალიზმი – წარმოადგენს ერთობ უტოპიურ კონცეფციას,რომლის თანახმადაც ყველა უსულო საყოფაცხოვრებო ნივთი (საგნები) კაცობრიობის წინააღმდეგ აწარმოებს შეთქმულებას.ძალიან რთული წარმოსადგენია,თუმცა ფაქტია,რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი უკვე ძალიან დიდი ხანია მიიჩნევს საყოფაცხოვრებო ნივთებს მათ წინააღმდეგ განხორციელებული რიგი ინტრიგების ხლართვის ავტორებად.ისინი რეზისტენციალიზმის თვალსაჩინო გამოვლინებად თვლიან ისეთ მოვლენებს,როგორებიც არის – ავეჯზე ფეხის ან თავის მირტყმა,სამზარეულო დანით ხელის გაჭრა და სხვა ანალოგიური ქმედებები.თავდაპირველად,ტერმინი – რეზისტენციალიზმი,როგორც ცნება,შემოტანილ იქნა ავსტრალიაში მაცხოვრებელი პოპულარული დანიელი საბავშვო მწერლის – პოლ ჯენინგსის მიერ.მისი აზრით,დედამიწაზე მრავალი საუკუნეა მიმდინარეობს ჩუმი და ფარული,თუმცა დაუნდობელი ბრძოლა ადამიანებსა და უსულო საყოფაცხოვრებო საგნებს შორის და როგორც აცხადებს,სწორედ ამიტომაც გამოვიდა იგი რეზისტენციალიზმის კონცეფციის ჩამოყალიბების იდეით.მისივე განმარტებით,ყოველი ადამიანი გარემორტყმულია ისეთი ცბიერი და დაუძინებელი მოსისხლე მტრებით,როგორებიც არის – საყოფაცხოვრებო ნივთები,მათ შორის ელექტრონული მოწყობილობებით და ტანისამოსითაც კი. (ავტორი გენია.ჯი)
რეზისტენციალიზმის კონცეფციის ავტორი – პოლ ჯენინგსი