იოსიპ ბროზ ტიტო – “ეპიზოდი”
პირველი კომუნისტური სახელმწიფოს ხელმძღვანელი,რომელიც 1953 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-ემ ლონდონში მიიღო,გახლდათ თავისი ოდიოზური თვისებებით განთქმული იუგოსლავიის პრეზიდენტი – იოსიპ ბროზ ტიტო (1892-1980 წლები).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სოციალისტური ბლოკის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქვეყნის ლიდერის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში,იმ პერიოდისათვის გასაიდუმლოებული გახლდათ.ელისაბედ II-სთან შეხვედრის დროს,პროფესიით ზეინკალმა იოსიპ ბროზ ტიტომ თავისი დახვეწილი მანერებით,როიალზე დაკვრის დიდებული ტალანტითა და ერუდიციით ერთობ გააოცა და აღაფრთოვანა დედოფალი.მას შემდეგ,რაც გასაიდუმლოებული შეხვედრა დასრულდა,განუმეორებელი შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა ელისაბედმა,თავის ქვეშევრდომებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ” – თუკი ეს ადამიანი – ზეინკალია,მაშინ მე არ ვყოფილვარ – დიდი ბრიტანეთის დედოფალიო”. (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ II და იოსიპ ბროზ ტიტო