პაბლო ნერუდა – “ეპიზოდი”
1971 წელს ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში “ნობელის პრემია” მიანიჭა გენიალურ ჩილელ პოეტს,დიპლომატსა და პოლიტიკოსს - პაბლო ნერუდას (1904-1973 წლები).იმ პერიოდში დამკვიდრებული წესის თანახმად,”ნობელის პრემიით” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს შვედეთის მეფე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად დარბაზიდან ადევნებდა თვალს.როდესაც პრემიით დაჯილდოებული ესა თუ ის ნომინანტი სცენას დატოვებდა,მოვალე იყო შვედეთის მეფესთან მისულიყო და მისთვის თაყვანი ეცა.მას შემდეგ,რაც რიკარდო ელისერ ნეფტალი რეიეს ბასოალტო (პაბლო ნერუდას ნამდვილი სახელი და გვარი) სცენაზე იხმეს და დააჯილდოეს,ზემოაღნიშნული ეტიკეტის თანახმად იგი მეფისაკენ დაიძრა,რა დროსაც სცენიდან კიბეზე ჩამავალს ფეხი დაუცდა და წაიქცა.მას უმალვე მიეშველნენ წამოდგომაში,თუმცა იგი იმდენად დაბნეული და აღელვებული გახლდათ მომხდარი ფაქტით,რომ დარბაზში მჯდომი ნამდვილი მეფე ვერ შენიშნა და სამადლობელ სიტყვებთან ერთად თაყვანი მეფის სასახლის ერთ-ერთ მცველს სცა… სწორედ ეს გახლდათ უკანასკნელი შემთხვევა,როდესაც შვედეთის მეფემ სხვა დამსწრეებთან ერთად მიადევნა თვალი დარბაზიდან “ნობელის პრემიით” ნომინანტების საზეიმო დაჯილდოებას.იმისათვის,რომ ანალოგიური შეცდომა აღარ განმეორებულიყო,ორგანიზატორებმა შვედი მონარქებისათვის სცენაზევე გამოყვეს სპეციალური ადგილები და დღეს ისინი სცენიდანვე ადევნებენ თვალს ამ დიდებული პრემიით დაჯილდოებას. (ავტორი გენია.ჯი)