“ასასინები” – (ეპიზოდი)

როგორც ცნობილია – “ასასინების ორგანიზაციას” საფუძველი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ჩაეყარა.მიუხედავად იმისა,რომ მათ მუდმივი ჯარი არ ჰყავდათ,შანტაჟისა და შეკვეთილი მკვლელობების დახვეწილი სისტემის წყალობით წარმოუდგენელი პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვეს.ამ საიდუმლო ორგანიზაციის ამოუცნობი წარმატების შესახებ ხალხში იმდენი მითი გავრცელდა,რომ დღემდე ძალიან რთულია იმის გარჩევა,რომელია სიმართლე და რომელი – გამონაგონი.სექტას ძალიან მარტივი და ეფექტური სტრატეგია გააჩნდა: ხოცავდნენ ყველას,ვინც წინ აღუდგებოდა იმამის ნებას; განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ უცხო ქვეყნების მბრძანებლებსა და გავლენიან პირებს.ასასინები თავიანთ ორგანიზაციაში მოტყუებით ითრევდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს,რომლებიც სულ მალე მზად უნდა ყოფილიყვნენ,იმამის სამსახურში დახოცილიყვნენ,იმ რწმენით,რომ სიკვდილის შემდეგ,როგორც სარწმუნოებისათვის წამებულნი,სამოთხეში მოხვდებოდნენ.ჩინური,სპარსული და არაბული ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ ერთსა და იმავე ისტორიას,თუ როგორ აბრუებდნენ ასასინები ახალგაზრდა ყმაწვილებს ჰაშიშის დიდი დოზით და როგორ მიჰყავდათ ისინი საგანგებოდ მომზადებულ ულამაზეს ბაღებში,სადაც ქალებისა და ღვინის გარემოცვაში მორწმუნენი სამოთხის სურათს წარმოიდგენდნენ.ისინი წინასწარ ტკბებოდნენ იმ განცხრომით,რაც იმამის სამსახურში სიკვდილის მერე მოელოდათ და ყველაფრისათვის მზად იყვნენ.შემდეგში ახალგაზრდებს შეუზღუდავად ამარაგებდნენ ჰაშიშით,რათა უშიშარი საწმყსო მუდამ მორჩილებაში ჰყოლოდათ.სექტის მამოძრავებელი ძალა ნარკოტიკი იყო და ამის გამო ხალხმა მათ “ჰაშაშინები”,ანუ “ჰაშიშის მომხმარებლები” უწოდა.დროთა განმავლობაში კი ეს სახელი ასასინებად გარდაიქმნა,ხოლო “ასასინი” ევროპულ ენებში მკვლელის სინონიმად დამკვიდრდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>