კარდინალ რიშელიეს მოსაზრებები…
“თუ გინდა მეფეს ემსახურო,უნდა იმოქმედო,არ დაელოდო დიდებასა და გასამრჯელოს.ხოლო თუ გინდა ქვეყანას ავნო,მოემზადე ხოტბისა და საჩუქრებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთი მხოლოდ ქვეშევრდომების ერთგულებას კი არ ითხოვს,ხელმწიფესაც ავალდებულებს თავისი ხალხის სიყვარულს”.
* * *
“როცა საერთო გეზი არ შეეფერება ცალკეულ ქმედებას,რა მონდომებაც არ უნდა გამოიჩინო,შედეგი მაინც არ ჩანს”.
* * *
“როგორც წესი,იმათ არ სწყალობენ,ვინც მოვალეობას არ გაურბის და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე არ ფიქრობს”.
* * *
“ძლიერნი ამა ქვეყნისა ხშირად მთელ თავის საფიქრალს უმნიშვნელო ამბავზე გადაიტანენ”.
* * *
“ყველა შეთქმულის მთავარი პრობლემა თავშეკავების შენარჩუნებაა,რადგან ჩანაფიქრის განხორციელებისას რთულია ყველაფრის გათვალისწინება”.
* * *
“თუ ამა ქვეყნის ძლიერნი მოულოდნელად კუთხეში მომწყვდეულნი აღმოჩნდებიან,ბედისაგან განებივრებულები,თავის მოთოკვას ვეღარ ახერხებენ და კეთილშობილებას ივიწყებენ.ეს კი მათი აზროვნების უბადრუკობაზე მეტყველებს”.
* * *
“როცა ეპოქისა და ერის უბედურება ქვეშევრდომებს ხელმწიფის სიძულვილს უნერგავს,როცა მის ძალაუფლებას პატივს ნაკლებად მიაგებენ – სულგრძელ მონარქს იმაზე მეტი სიმკაცრის გამოჩენა უწევს,ვიდრე ეს მის ბუნებაშია”.
* * *
“სიტყვა თუ იარაღით არ განამტკიცე,ისე მეამბოხეებისთვის ძალა არა აქვს,კანონი და სამართალი დაუძლურებული მუქარაა”.
* * *
“წყენა ადამიანის გულში უფრო ღრმად რჩება,ვიდრე მადლიერება,სამაგიეროს გადახდის სურვილი უფრო დიდია,ვიდრე აღიარება,რადგან მეორე შემთხვევაში სხვას ანიჭებ სიამოვნებას,პირველში კი – საკუთარ თავს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როგორც წესი,ყველაზე უღირსნი საოცარი პატივმოყვარეობით გამოირჩევიან და რადგან კეთილშობილების ნატამალიც არ გააჩნიათ,უფრო მეტის მოპოვებას ცდილობენ”.
* * *
“ის,ვინც ტყუილის ხელოვნებას სწავლობს,ამტკიცებს,რომ ხანდახან სიმართლის თქმაც აუცილებელია,სიცრუეს მეტი დამაჯერებლობა რომ შესძინონ”. (ავტორი გენია.ჯი)