თამაზ ჭილაძე – “თურმე, ამქვეყნად ცოტა მივლია”

თურმე, ამქვეყნად ცოტა მივლია,

ცოტა მინახავს, ცოტა მსმენია,

შევფარებიავარ მუხას ჩრდილიანს

და ჯერ დაუღლელს დამისვენია.

* * *

სად გაფრენილან წლები უწყალო,

მუხლები უქმად გამიცვეთია

და გაზაფხული გაუფურცლავი

სიმღერასავით გამიწყვეტია…

კომენტარის დატოვება