ნიშანდობლივი ფაქტები – “ტყეების” შესახებ…
1. დედამიწაზე არსებული ტყეების ფართობის საერთო ჯამი – 38 მილიონი კვადრატული კილომეტრია,რაც ჩვენი პლანეტის ხმელეთის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს.
2. ტყეებით ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში – ფინეთის რესპუბლიკაა.საინტერესოა ის გარემოება,რომ გეოგრაფიული ლანდშაფტის აღნიშნულ ნაწილს სკანდინავიაში მდებარე ფინეთის ტერიტორიის 70% უკავია.
3. ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ტყეების მხრივ – დიდი ბრიტანეთის კუნძულებია და ეს არა ბუნებრივი ზეგავლენის შედეგად დამდგარი ფაქტია,არამედ თავად ადამიანების ქმედებით არის გამოწვეული.ტყეებს – სულ,დიდი ბრიტანეთის კუნძულების 6% ფართობი უკავია. (ავტორი გენია.ჯი)
4. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში,ადამიანმა ევრაზიულ კონტინენტზე ტყეების თითქმის 65% გაანადგურა.საყურადღებოა ის,რომ თუკი აზიის ტერიტორიაზე ადამიანის მიერ ბარბაროსულად განადგურებულ იქნა 72% ტყეებისა,დასავლეთ აფრიკაში ამ მაჩვენებელმა 90%-ს მიაღწია.
5. თუ ჩვენს პლანეტაზე არსებული ხეების რაოდენობას ადამიანების რაოდენობას შევუფარდებთ,თითოეულ ადამიანზე 60 ძირი ხე მოდის.
6. თითოეული ხე (მიუხედავად სხვადასხვა სახეობისა) წლიწადში საშუალოდ 100-დან 700-ს კილოგრამამდე ჟანგბადს გამოყოფს და ნეიტრალიზებას უკეთებს 80 კილოგრამ მავნე ნივთიერებებს,რა დროსაც 100 000 კუბურ მეტრ ჰაერს ფილტრავს.
7. თითოეული საშუალო სიდიდის წიგნის დასამზადებლად – 5 კილოგრამი ხის ნედლეულია საჭირო.
8. ქაღალდის წარმოებისათვის ყოველ წელიწადს დაახლოებით 125 მილიონი ხე იჭრება.
9. ამაზონის ჯუნგლები – დედამიწაზე ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა.იგი განთავასებულია სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე არსებული 9 ქვეყნის ტერიტორიაზე და მისი სრული ფართობი – 5 500 000 კვადრატული კილომეტრია. (ავტორი გენია.ჯი)
10. დღევანდელ დღემდე ბუნებაში ტყეების მხოლოდ 30% შემორჩა ისეთივე სახით,როგორიც უძველეს ეპოქებში იყო.