ავსტრალიელი აბორიგენების დროშა
ავსტრალიელი აბორიგენების დროშა – წარმოადგენს ავსტრალიის კონტინენტზე მაცხოვრებელი ძირძველი აბორიგენების ოფიციალურ დროშას,რომლის დიზაინი შექმნილ იქნა 1971 წელს Luritja-ს ტომის წარმომადგენლის – ჰაროლდ ტომასის მიერ.საინტერესოა ის გარემოება,რომ 1971 წელს დამტკიცებული ავსტრალიელ აბორიგენთა დროშის შექმნის იდეა განხორციელდა სწორედ იმ პერიოდში,როდესაც მათ ქვეყნის ხელისუფლებისაგან მოიხოვეს თავიანთი უფლებების აღდგენა იმ მიწებზე,რომლებიც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ. (ავტორი გენია.ჯი) 1972 წელს ეგრეთ წოდებულმა “აბორიგენთა საელჩოს” ორგანიზაციამ,ჰაროლდ ტომასის მიერ შექმნილი დროშა ოფიციალურად აღიარა ავსტრალიელ აბორიგენთა ეროვნულ დროშად. 1995 წლის 14 ივლის კი,ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივით,იგი ავსტრალიის მეორე ოფიციალურ დროშადაც იქნა აღიარებული,რის შემდეგაც 1997 წელს ჰაროლდ ტომასმა მიიღო დროშის შექმნისათვის დაწესებული ყველა საავტორო უფლება.
ავსტრალიელ აბორიგენთა დროშა ორი თანაბარი სიდიდის მქონე ჰორიზონტალური ზოლისაგან შედგება: ზემოთ განთავსებულია შავი ფერის მქონე ზოლი სიმბოლიზირდება თავად ავსტრალიელ აბორიგენებთან,ხოლო წითელი ზოლი კი ასოცირდება ავსტრალიურ ნიადაგთან (მიწასთან) და ოხრასთან (ბუნებრივი მინერალური პიგმენტი,რომელიც შედგება ოქსიდისაგან,ჰიდრატისაგან,რკინისაგან და თიხის ნარევისაგან, და რომელსაც ავსტრალიელი აბორიგენები სხვადასხვა რიტუალებისათვის გამოიყენებენ).დროშის შუაში განთავსებული ოქროსფერი რკალი მზესთან,სიცოცხლის საწყისთან და დაცულობასთან არის გაიგივებული.
ავსტრალიელ აბორიგენთა დროშა პირველად საჯარო დაწესებულებებზე აღმართული იქნა 1995 წელს ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქში – ადელაიდაში,რომელიც თავის მხრივ სამხრეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქს წარმოადგენს.აღნიშნული დროშის ოფიციალურად მიღებას მხარი დაუჭირა ავსტრალიის რიგით 24-ე პრემიერ მინისტრმა – პოლ ჯონ კიტინგმა,რის გამოც მას ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა დაატყდა თავს.დღესდღეობით,ბევრი ავსტრალიური სკოლის თავზე,სახელმწიფო დროშასთან ერთად აღმართულია ავსტრალიელ აბორიგენთა ეროვნული დროშები. (ავტორი გენია.ჯი)