იცით თუ არა,რომ
1. რომის იმპერატორი 361-363 წლებში – იულიანე განდგომილი,რომელიც განუდგა ქრისტიანულ რელიგიას და ეცადა რომაული ტრადიციული რელიგიის აღორძინებას,ქრისტიანობას – “მკვდრებისა და კუბოების რელიგიას” უწოდებდა.
2. XX საუკუნეში საბჭოთა ხელისუფლებამ,რომელიც უდიდესი სიძულვილით გამოირჩეოდა ჩინგიზ ყაენის მიმართ,საბოლოოდ გაწყვიტა რომ,მისი ცოცხლად გადარჩენილი შთამომავლები გაენადგურებინა.საბჭოელებს ჩინგიზის შთამომავლების ოჯახები ტყეებში მიჰყავდათ დასახვრეტად და როდესაც დახვრიტავდნენ,მათ საფლავებზე ნიშანსაც კი არ ტოვებდნენ.გარდა ამისა,ასახლებდნენ ციმბირში,გულაგის საბჭოთა ბანაკებში,სადაც სიკვდილამდე ამუშავებდნენ,ან უბრალოდ უკვალოდ აქრობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
3. მონღოლების უსაყვარლეს სასმელს წარმოადგენდა – აირაკი,რომელიც ცხენის ამჟავებული რძისაგან მზადდებოდა.
4.თანამედროვე ერაყის დედაქალაქს – ბაღდადს,რომელიც მდინარე ტიგროსის სანაპიროებზე არის გაშენებული,ადრეულ ეპოქებში – “ქალაქთა დედას” უწოდებდნენ.
5. ლეონარდო და ვინჩი თავისი უკვდავი ქმნილების – “მონა ლიზას” (ჯოკონდას) ბაგეებს მთელი 12 წლის მანძილზე ხატავდა.
6. დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია,რომ რუსეთის დედოფალს ეკატერინე II-ს თავისი ცხოვრების მანძილზე – თორმეტი საყვარელი მამაკაცი ჰყავდა (მათ შორის რაღა თქმა უნდა არ იგულისხმება მისი მეუღლე – პეტრე III).
7. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, XXI საუკუნის დასაწყისში ამერიკის ორივე კონტინენტზე დაახლოებით 60 მილიონი აბორიგენი (ინდიელი) მოსახლე ცხოვრობდა.
8. პირველი ცნობები მითიურ-არქეტიპულ პერსონაჟებზე – “ზომბებზე”,მოწოდებულ და მასობრივ კულტურაში დანერგილ იქნა კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნიდან – ჰაიტის რესპუბლიკიდან.
9. ერთადერთი მსახიობი მხატვრულ ფილმში “ბეჭდების მბრძანებელი”,რომელიც შეხვდა ნაწარმოების ინგლისელ ავტორს – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინს,გახლავთ სარუმანის როლის შემსრულებელი ინგლისელი მსახიობი – სერ კრისტოფერ ფრენკ კარანდინი ლი.საინტერესოა ის გარემოება,რომ ტოლკინთან შეხვედრის დროს,ნაწარმოების ავტორმა მას განფილდის როლის შესრულებაზე მისცა “კურთხევა”,თუმცა მიუხედავად ამისა,ლის აღნიშნული როლი არ მისცეს. (ავტორი გენია.ჯი)
10. ენურეზი – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას,ანუ შეუკავებლობას გულისხმობს.