“დამაკვირდი”
1. “იქ,სადაც თაყვანს სცემენ ქალებს – ღმერთი ცხოვრობს”… – (ინდური “რიგვედიდან”)
2. “როდესაც ღრმად ვართ დაჭრილნი,მანამ ვერ მოვიშუშებთ იარებს,სანამ არ ვაპატიებთ.პატიება არ ცვლის წარსულს,მაგრამ გზას უხსნის მომავალს”. – (ავტორი გენია.ჯი)
3. “უგუნური ადამიანები სულ მუდამ განვლილ უბედურებას დასტირიან,ხოლო გონიერნი შეიცნობენ ხოლმე ბედის უკურმა ტრიალს,არ აშფოთებთ მოულოდნელი ცვლილებანი და, როცა წინანდელ მდგომარეობას კარგავენ,არ ისპობენ მომავლის იმედებს”… – ფარტაზი
4. “ქართველი კაცის დამარცხება არავის ისე არ ემარჯვება,როგორც ქართველ კაცს”.
5. “ვისაც დრო აქვს,ის ცხოვრებას ფლობს”. – ნიკოლო მაკიაველი
6. “დრო რომ მოვა,კუბო უნდა დახურო და საბოლოო ვერდიქტი წარმოთქვა”. – მაო ძედუნი
7. “რელიგიური თანხმობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ,როცა ყველა რელიგია ერთ სახელმწიფო ძალაუფლებას დაექვემდებარება”. – (მონღოლების პასუხი ფრანგ ელჩს – უილიამ დე რუბრუკს)
8. “გენიოსის ცხოვრებას ახსნა სჭირდება და არა შელამაზება”. – ნოდარ ტაბიძე
9. “ეს სულ ასეა – საქართველო ჯვარზეა გაკრული.თავისი დღენი.ჩამოხსნიან.დაკრძალავენ და მკვდრეთით აღდგება.ძლევამოსილებაც ეს არის ჩვენი.უკვდავებაც ეს არის ჩვენი საქართველოსი”. – ოთარ ჩხეიძე
10. “უფრო საზარელია,უყურო სინდისგარეცხილ ადამიანებს,ვიდრე ცხვირპირ დაბეჟილს”. – იულიუს ფუჩიკი (ავტორი გენია.ჯი)