ოთარ ჭილაძე – “ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი”

ვაჟკაცური დამიდია ღმერთთან ფიცი:

ყოველ წუთას გორდას უნდა ვლესავდე…

მეტოქესთან მეტოქური ბრძოლა ვიცი,

ნუ მიმტყუნებ,გოგოვ,შენი კვნესა მე.

* * *

შენს ძებნაში გზა-კვალი რად ამერია,

წვიმამ რისთვის გადარეცხა ფიქალი,

ვარსკვლავებში შენი თვალი რომელია -

ვეჩურჩულო ნანატრი-ნაფიქრალი.

* * *

ატმის ყვავილს გააბაცებს შენი ტუჩი,

შენს სუნთქვაში ია უწყლოდ იხარებს…

მე თუ დამჭრა,სიყვარულმა დამჭრა გულში,

ჩაჩოქილიც შენსკენ გადმოვიხარე.

* * *

სიცოცხლეში სიყვარული ერთხელ მითქვამს,

ამ სიყვარულს ვეძებ,დავიარები,

დასალევად წინანდალის ღვინო მიყავრს,

დასათრობად შენი შავი თვალები.

კომენტარის დატოვება