“ბჰუტანის სამეფოს” შესახებ…
“დედამიწის ქუდად” წოდებული ჰიმალაის მთათა სისტემაში მდებარე – “ბჰუტანის სამეფოში” (დედაქალაქი – თიმფუ),სადაც ტიბეტური ბუდიზმი ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად არის აღიარებული,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს – “ბედნიერების სამინისტრო” ფუნქციონირებს,რომლის უმთავრეს მიზანს,ეროვნული პოლიტიკის ქვაკუთხედად აღიარებული,ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს და ეს პუნქტი ბჰუტანის სამეფოს კონსტიტუციის მე-9 მუხლშიც მკაფიოდ არის გაწერილი. 2008 წლის 24 აგვისტოს “საერთო სახალხო ბედნიერების კომისიამ”,რომლის სათავეშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა,ჩაატარა კვლევები,სადაც ერთ-ერთი კითხვა გახლდათ,იყვნენ თუ არა ბჰუტანელი მოქალაქეები ბედნიერები.კვლევების ოფიციალური მონაცემების თანახმად,მოსახლეობის 45,2 %-მა განაცხადა,რომ ისინი “ძალიან ბედნიერები” იყვნენ, 51,6%-მა თქვა,რომ უბრალოდ “ბედნიერები” იყვნენ,ხოლო 3,3%-მა კი საკუთარი თავი “ნაკლებად ბედნიერად” დაასახელა.აღნიშნული გამოკითხვის შედეგების გასათვალისწინებლად,საგულისხმოა გავითვალისწინოთ ისიც,რომ თითოეული ბჰუტანელის საშუალო თვიური შემოსავალი,სულ რაღაც 9 ევროს ექვივალენტია.მაგრამ მნიშვნელოვანია,რომ ბჰუტანის სამეფოში არ არსებობს არც კრიმინალი და არც მოწყალების მთხოვნელი მოშიმშილე ადამიანები.მათ არ იციან რა არის ომი და სიღარიბე.
ყოველი ბჰუტანელი მოქალაქე ვეგეტარიანელია და იქ ცხოველებს არ კლავენ.ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით,უმკაცრესად ისჯება ის ადამიანი,რომელიც ცხოველის მიმართ სადისტურ და არაეთიკურ დამოკიდებულებაში იქნება შემჩნეული.საინტერესოა ისიც,რომ ბჰუტანელ მოსახლეობას უმკაცრესად ეკრძალება ქიმიური სასუქების საშუალებით მიწის განოყიერება და ასეთ მიწაზე მოსავლის მოყვანა.სწორედ ეს არის მიზეზი იმისა,რომ აღნიშნულ სამეფოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტი მოდის.გარდა ამისა,აკრძალულია ტყეების გაჩეხა (აკრძალულია ნადირობაც) და სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით ისინი ტყეებს კი არ ჩეხავენ,არამედ პირიქით – აშენებენ.
ბჰუტანის სამეფოში ტურისტების შესვლა შეზღუდვებს ექვემდებარება,ხოლო გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირებლები კი საერთოდ არ დაიშვებიან,რის გამოც ამ საოცარი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ერთობ მწირია. 2004 წლის 17 დეკემბერს ბჰუტანში ოფიციალურად იქნა აკრძალული თამბაქოს გამოყენება.თუმცა მანამდე,ბჰუტანის შემადგენლობაში შემავალი 20 რაიონიდან 18-ში ისედაც აკრძალული იყო იგი.დიპლომატებსა და მცირერიცხოვან უცხოელ ტურისტებზე ეს აკრძალვა არ ვრცელდება.იმ შემთხვევაში,თუკი უცხოელები ადგილობრივებს მიჰყიდიან თამბაქოს ნაწარმს 175 ევროს ექვივალენტის თანხით ჯარიმებიან.გასათვალისწინებელია,რომ ბჰუტანელებმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ XVII საუკუნის შუა ნახევრიდან დაიწყეს.ძონგკხას ენზე მოსაუბრე ბჰუტანელები,რეგიონში მაცხოვრებელი სხვა ხალხებისაგან განსხვავებით,სათუთად უფრთხილდებიან და ინარჩუნებენ თავიანთ უნიკალურ კულტურას. (ავტორი გენია.ჯი)