მაო ძედუნი – “ეპიზოდი”
ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელმა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა - მაო ძედუნმა (1893-1976 წლები),ქვეყნის შეიარაღებული ძალები 1950 წელს გასაიდუმლოებულად გადაისროლა კორეაში.ჩინური არმიის ნაწილებს სათავეში ვეტერანი კომუნისტი გენერალი პენ დეჰუაი ედგა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ერთ-ერთი პირველი,ვინც ამ ომში დაიღუპა,გახლდათ სწორედ ჩინეთის ლიდერის მაო ძედუნის ახლად დაქორწინებული 28 წლის ვაჟი – მაო ანინი (1922-1950 წლები).განსხვავებით სხვა ჩინელი ჯარისკაცების უმრავლესობისა,ანინი მოხალისეთა სიაში ჩაეწერა და ეს გადაწყვეტილება მამამაც მოუწონა. (ავტორი გენია.ჯი) მისი სურვილი იყო ჯარის ფეხოსანთა ნაწილში ჩარიცხულიყო,თუმცა გენერალმა პენ დეჰუაიმ მისთვის უფრო უსაფრთხო პოზიცია შეარჩია და იგი შტაბის ოფიცრად დანიშნა.გარდა ამისა,რუსეთში გარკვეული პერიოდის მანძილზე ნაცხოვრებ ანინს,რუსული ენის თარჯიმნის ფუნქციაც დაეკისრა. 1950 წლის 24 ნოემბერს მაო ანინის საბრძოლო პოზიციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჭურვი მოხვდა და იგი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.თავდაპირველად ვერავინ ბედავდა “ჩინეთის ვეფხვისათვის” (ასე მოიხსენიებდნენ მაო ძედუნს) ეს უდიდესი ტრაგედია ეცნობებინა და ანინი,ისევე როგორც სხვა დაღუპული ჩინელი ჯარისკაცები,ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დაკრძალეს.თუმცა ამ ფაქტს დიდი ხნის მანძილზე რაღა თქმა უნდა მაოს ვერ დაუმალავდნენ… და პირადად ეწვია კიდეც გენერალი პენ დეჰუაი მაოს თავის რეზიდენციაში.მიღებულმა საშინელმა ინფორმაციამ,მაო ძედუნზე ერთობ დამთრგუნველად იმოქმედა,თუმცა მალევე სძლია საკუთარ თავს და ბრძანა,რომ თავისი ვაჟის ცხედარი კორეის მიწაშივე დარჩენილიყო,როგორც სიმბოლო ჩინეთის მიერ კორეელი ხალხის წინაშე მოხდილი ვალისა.მას შემდეგ,მაო ძედუნმა თავისი დაღუპული ვაჟის შესახებ მხოლოდ ორჯერ გააკეთა საჯარო განცხადება.პირველად განაცხადა: “ომი მსხვერპლის გარეშე არ არსებობს.თუ მსხვერპლი არ გაიღე,ვერ გაიმარჯვებ.არ არსებობს მსოფლიოში მშობელი,რომელიც თავის შვილს არ აღმერთებს”, – ხოლო მეორეჯერ კი თქვა: “ჩვენ კარგად გვესმის,როგორ და რატომ ხდება მსგავსი ტრაგედიები.ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გვერდით,რომელთა შვილებმა რევოლუციის გულისათვის სისხლი დაღვარეს და თავი გასწირეს”.ზემოაღნიშნული ორი განცხადების მეტი,მაო ძედუნს საჯაროდ აღარასოდეს უსაუბრია გარდაცვლილი ვაჟის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)
მაო ანინი